შაბათი, აპრილი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხალხზე ზრუნვის სახელით ჩადენილი უდიდესი მავნებლობა" - თამთა...

“ხალხზე ზრუნვის სახელით ჩადენილი უდიდესი მავნებლობა” – თამთა შამათავა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, თამთა შამათავა. მისი შეფასებით ხელისუფლებამ, თავისი არათანმიმდევრული და ალოგიკური გადაწყვეტილებებით, საბოლოო განაჩენი გამოუტანა ტურისტულ სექტორს:

საქართველოს მთავრობის, დღევანდელი, გაუგებარი და ირაციონალური გადაწყვეტილებებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ არ იცის რა ქნას.

ეს არ არის სამოქმედო გეგმა, ეს არის ფურცელზე ბრმად და გაუაზრებლად ჩამოწერილი, არათანმიმდევრული და ალოგიკური წინადადებები, რითაც ხელისუფლებამ საბოლოო განაჩენი გამოუტანა ტურისტულ სექტორს, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა.

აკრძალვების ძალაში დატოვებამ მძიმე და კრიზისული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუხანგრძლივა 300 ათასამდე ადამიანს, რომელთაც სწორედ ტურიზმი და მისი მომიჯნავე სფეროები ასაქმებდა.

ნაცვლად იმისა, რომ დროულად დაიწყონ ვაქცინაციის პროცესი და ქვეყანაში გააჩინონ პროგნოზირებადი გარემო, რომ ბიზნესმა შეძლოს გადარჩენა და ქვეყანა უფსკრულში არ გადაიჩეხოს, ,,გამოსავალი“ კვლავ ადამიანების შინაპატიმრობაა.

ეს არის ხალხზე ზრუნვის სახელით ჩადენილი უდიდესი მავნებლობა,” – აცხადებს თამთა შამათავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ...

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...