უხვთოვლიანობის გამო მოძრაობის შეზღუდვათან დაკავშირებით, საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი:
“მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, რჩება მხოლოდ 3 კილომეტრი (კმ99-კმ101), საიდანაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, აღნიშნულ 1 კილომეტრზე, ჯერ ვერ ხერხდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, ამ მონაკვეთზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.