შაბათი, ივლისი 19, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებითეონა ჭალიძე - თბილისის მერი ცდილობს კადრების წმენდას...

თეონა ჭალიძე – თბილისის მერი ცდილობს კადრების წმენდას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე

თბილისის მერიაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი სსიპ “ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის” წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ბიბლიოთეკარებმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან საუბარში განაცხადეს, იგეგმება მათი სამსახურებიდან გათავისუფლება და ამისთვის თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს. თეონა ჭალიძემ დღეს ის დოკუმენტიც გაასაჯაროვა, რომელზე ხელმოწერასაც ბიბილიოთეკარებს სთხოვენ.

“სამწუხაროდ, თბილისის მერი, კახა კალაძე აგრძელებს წინამორბედის პოლიტიკას და ყველანაირი მეთოდით ცდილობს კადრების წმენდას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამას მოწმობს ის შეთანხმებაც, რომელზე ხელის მოწერასაც სთავაზობს მერიის ააიპ “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების” ბიბლიოთეკარებს. საუბარია 317 თანამშრომელზე. შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში, 2019 წლის 1 აპრილიდან ამ ადამიანების ბედი იქნება სრულიად გაურკვეველი.

მსგავსი შემთხვევა გვქონდა რამდენიმე წლის წინაც, როდესაც მხოლოდ მერიიდან და გამგეობებიდან 1000-მდე თანამშრომელმა დატოვა თანამდებობა და ეს მოხდა დავით ნარმანიას მიერ, მერის პოსტის დაკავებიდან სულ რამდენიმე თვეში. ზოგმა იძულებით – პირადი განცხადების საფუძველზე, ზოგიც ბრძანებით გაანთავისუფლეს.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების სიმძიმე მე საკუთარ თავზე გამოვცადე. შემთხვევიდან ოთხი წლის თავზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ განთავისუფლებულად მცნეს, ისევე როგორც არაერთი სხვა.

სწორედ იგივე მეთოდებით, მოტყუებით, ამჯერად ბიბლიოთეკარების განთავისუფლებას ცდილობენ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ მათ, ხელის მოწერამდე კარგად დაფიქრდნენ და არ მოტყუვდნენ.

თბილისის მერიამ ერთხელ უკვე წააგო სასამართლოში დავა ბიბლიოთეკარებთან და ახლა ამ მეთოდს მიმართავს, რითაც რამდენიმე დღეში შეიძლება კიდევ გაიზარდოს უმუშევართა რიგები. მათ ადგილზე კი “ქართული ოცნების” აქტივისტები ვიხილოთ” – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

განცხადებაში ხსენებული შეთანხმების ფორმა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...