ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ახალი რეალობის გაჩენაზე საუბრობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში:
“თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გავიდა, ეს თავისთავად ნიშნავს იმაზე მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდას, ვიდრე ოპოზიცია ითხოვდა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატული პოლიტიკური ძალებისთვის, რადგან ბიძინა-მიშას სიმბიოზის ერთი მონაწილის დასუსტება ავტომატურად მეორესაც ასუსტებს და აჩენს ორპოლუსიანობის გარღვევის პერსპექტივას.
ამიტომ, პრაქტიკული პოლიტიკის გაგებით, გაუგებარი იქნება პარტიების შემდგომი გაჯიქება,” – მიაჩნია გია ხუხაშვილს.