შაბათი, ივლისი 12, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკარეალობა და მოლოდინები: "ქართული ოცნების" პოლიტიკური "პასიანსი"...

რეალობა და მოლოდინები: “ქართული ოცნების” პოლიტიკური “პასიანსი”…

დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა – ერთის მხრივ ხელისუფლებაში თუ “ქართულ ოცნებაში” განვითარებული პროცესები, მეორეს მხრივ ოპოზიციაში მიმდინარე ჩამოყალიბების, “თვითგამორკვევის” თუ ე.წ. “მეორე სუნთქვის” მოლოდინი, ყოველივე ამას კი ფონად გასდევს კორონავირუსის პანდემიის არაპროგნოზირებადი და საკმაოდ მძიმე განვითარება – ჯანდაცვის, ეკონომიკის თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით.

ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლას, მისი მეორედ წასვლაც მოჰყვა, თუმცა პირველი წასვლისგან განსხვავებით, ეს წასვლა ბევრი შეკითხვის გარდა, გაურკვევლობის და რისკების განცდასაც ტოვებს.

სიტუაციის ზოგადი ანალიზიც კი საკმარისია იმ მოსაზრების გასაძლიერებლად, რომ ბიძინა კი წავიდა, მაგრამ უხილავი ხელი და ლუპით შეიარაღებული თვალი მაინც დატოვა პარტიაში. თუმცა, ობიექტური თუ სუბიექტური (უფრო სუბიექტური) გარემოებების გათვალისწინებით, “ქართულ ოცნებაში” მაინც დაიწყება ძალების მოსინჯვა გავლენების მოპოვებისა თუ გადანაწილების მიზნით. ერთის მხრივ პოზიცია პარტიაში, მეორეს მხრივ მთავრობის ძალა, მესამე კი – რეალური გავლენა, რაც განსაკუთრებით იკრებდა ძალას ბოლო წლების განმავლობაში (პარლამენტი ამ პროცესში “აუტიდან” ბურთის მოწოდების რეჟიმში უფრო იქნება).

რა დოზით იქნება ინტერესების დაპირისპირება თუ თანაკვეთა, გამოჩნდება უკვე უახლოეს ხანში და სავარაუდოდ გაზაფხულზე მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების მოწმეც გავხდეთ, რაც შესაბამის გავლენას იქონიებს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნის მხრივ.

ფოტო – “ქართული ოცნების” მე-6 ყრილობის ფოტოარქივიდან

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...