spot_img
მთავარიუცხოეთის ამბებიუპრეცენდენტო ფაქტი აშშ-ს ისტორიაში: ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ

უპრეცენდენტო ფაქტი აშშ-ს ისტორიაში: ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ

2020 წლის 3 ნოემბერის საპრეზიდენტო არჩევნები და მისი შედეგები, შემდგომ განვითარებული მოვლენებით, აუცილებლად შევა არა მარტო ამერიკის შერთებული შტატების ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც. როგორც ცნობილია, ამ არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი, თუმცა მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და იგი გაყალბებულად ჩათვალა.

რამდენიმე საათის წინ კაპიტოლიუმში დისკუსია დაიწყო კონგრესმენებსა და სენატორებს შორის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცების თაობაზე. პოზიციები განსხვავებული იყო რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. პრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე კი ამერიკის ისტორიაში უპრეცენდენტო ფაქტი მოხდა –  დონალდ ტრამპის მომხრეები/მხარდამჭერები შეიჭრნენ კაპიტოლიუმში და ჩაშალეს კენჭისყრის პროცედურა. აღნიშნულ ვითარებაში შეუძლებელი გახდა სხდომის გაგრძელება, იგი შეწყდა და შენობიდან განხორციელდა კანონმდებლების ევაკუაცია.

სამწუხაროდ, ინციდენტს არ ჩაუვლია უმსხვერპლოდ. შენობაში გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, მოხდა გასროლაც, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც – როგორც დემონსტრანტების მხრიდან, ისე სამართალდამცავები.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...