შაბათი, ივლისი 19, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებამთავრობის ახალი ინიციატივა "განათლება – გზა თავისუფლებისკენ"

მთავრობის ახალი ინიციატივა “განათლება – გზა თავისუფლებისკენ”

საქართველოს მთავრობამ განათლების მიმართულებით ახალი პროექტი “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარადგინა. პროექტის პრეზენტაციისას, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, ამ მხრივ დაგეგმილ ღონისძიებებსა თუ გეგმებზე და აღნიშნა, რომ მთავრობამ წარადგინა “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის ხედვა, რომელიც დაგვეხმარება საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევაში.

პრეზენტაციიდან გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობა პარლამენტში წარდგება სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის მიხედვითაც შემდეგი 3 წლის განმავლობაში განათლების ბიუჯეტს გავზრდით. 2022 წლიდან ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს.

განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით”, რომელიც არსებულ თუ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს, სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, გამოიწვევს კერძო სექტორის მხრიდანაც ინვესტიციების წახალისებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი და მიაღწევს 10 – 11%-იან წილს.

ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება ათწლეულების განმავლობაში გადაეცემა ყველა მომდევნო მთავრობას, რომ სწორედ განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება იყოს ქვეყნის უპირობო პრიორიტეტი და ეს ინვესტიციები განაწილდეს განათლების სექტორის ხუთივე მიმართულებით: სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, მეცნიერება.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...