spot_img
მთავარიCOVID 19გიორგი ვაშაძის მამა, გუტა ვაშაძე კორონავირუსის დაავადების შემდგომი...

გიორგი ვაშაძის მამა, გუტა ვაშაძე კორონავირუსის დაავადების შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა

კორონავირუსის დაავადების შემდგომი გართულებების შედეგად, 73 წლის ასაკში, გარდაიცვალა პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის მამა – გუტა ვაშაძე.

გუტა ვაშაძე პროფესიით ექიმი იყო. კორონავირუსით დაავადების შემდეგ მკურნალობას თბილისის პირველ საუნივერსისტეტო კლინიკაში გადიოდა.

დავით ვაშაძემ, გიორგი ვაშაძის ძმამ, ძალზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

კოვიდინფიცირებულები უნდა მივიღო ჩემს კლინიკაშიო, ძალიან უჭირსო ხალხს, ისე მივიღეთ მარტივად მე, დედამ, გიორგიმ. მამა რომ გადაწყვეტილებას მიიღებდა ვერ გადაათქმევინებდი…

მამა, შენ ხო ფრთხილად იქნები, იქნებ არ იარო სამსახურში და ისე მართო თქო ვუთხარით, რას ამბობ უსაფრთხოდ ვარო, მერე გავიგეთ ყველა რისკის ქვეშ მყოფი თანამშრომელი სახლში გაუშვია, თვითონ უშიშრად დადიოდა ყოველდღე სამსახურში…

მერე მითხრა ალბათ კოვიდი მაქვს, ასე არ ჯობია ბარემ მოვიხდი და მშვიდად ვიქნებიო… აქაც დავუჯერეთ, მერე თითქმის ერთი თვე გავიდა ცვალებადი მოლოდინებით და დღეს დასრულდა…

არ ვიცი ამას რომ ვწერ თითქოს სიზმარია…

ძლიერი ზურგი გამომეცალა, ძლიერი ადამიანი, 37 წლის კაცი ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, დასრულდა ბავშვობა, მე მამა აღარ მყავს…“, – წერს დავით ვაშაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...