ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"ქვეყანაში არავინ არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც...

“ქვეყანაში არავინ არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ეპიდემიით გამოწვეულ პროცესებზე ისაუბრა და მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვების დაცვისაკენ მოუწოდა. მისი განმარტებით პარალელურად, ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზეც  მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც ბუნებრივია მის შეძენასაც გულისხმობს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 2 თვიანი გეგმა შეზღუდვების, ინტენსიფიკაცია ტესტირების, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენ, ეფექტურად, 2 თვეში შევაჩეროთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ისიც აღნიშნა, რომ შეზღუდვების მიუხედავად ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება არ შეეზღუდებათ. თუმცა, მათ უნდა დაიცვან ყველა ის დაწესებული კანონი, რომელიც COVID-19_ის პრევენციის მიზნით იქნა გაწერილი.

,,რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ, როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად, დავიცვათ ელემენტარული წესები ‘’ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს, როგორც ვაქცინაციის პროცესს, ასევე მედიკამენტის შეძენასაც. მან ასევე აღნიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების მაჩვენებელი –  დღეში 20 000 ტესტს მიაღწევს.

საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყან. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად.

ჩვენ ამავდროულად ორთვიან გეგმასთან ერთად ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და უახლოეს პერიოდში მიაღწევს 20 000 ტესტს დღეში.
ეს გახლავთ პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას– განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მასშტაბით COVID-19_ის  64,930,489 დადასტურებული შემთხვევაა. ჩამოთვლილი ქვეყნების სიაში კი საქართველო რიგით 46-ე ადგილს  147,636 გამოვლენილი შემთხვევით იკავებს.

ავტორი
ნინო ცინცაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...