ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძემ საარჩევნო სუბიექტებს კანონით დადგენილ ვადაში საარჩევნო...

კახა კალაძემ საარჩევნო სუბიექტებს კანონით დადგენილ ვადაში საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე,  საარჩევნო სუბიექტებს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნისკენ მოუწოდა.

თბილისის მერის თქმით,  15 დღის ვადაში სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიქტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დარღვევების შემთხვევაში,  კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ კანონით დადგენილი რეაგირება დაავალა.

როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო  სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან  15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.

მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სააგიტაციო მასალები ჩამოიხსნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ეს მასალები კედლებზე, ღობეებზე, რადგან ვიზუალურად პრობლემას ქმნის ქალაქისთვის.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და იმოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარის ოდენობით. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, ყურადღებით იყოს. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არავის არ აქვს სურვილი ვინმეს დაჯარიმების“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...