spot_img
მთავარიგანსჯის საგანიპაატა მანჯგალაძე: "დაწუნებული" ადამიანის მმართველ პარტიაში დაბრუნება, პოლიტიკური...

პაატა მანჯგალაძე: “დაწუნებული” ადამიანის მმართველ პარტიაში დაბრუნება, პოლიტიკური დიაგნოზია – ეს დასასრულია

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი წარმომადგენელი შეფასებას აძლევს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში ხელახლა დაბრუნებას და მიაჩნია, რომ რაც არ უნდა ჰქონდეს დაგეგმილი “ქართულ ოცნებას”, ნებისმიერ შემთხვევაში მმართველი ძალის ხელისუფლებიდან ჩამოშორება შეუქცევადი პროცესია.

“ირაკლი ღარიბაშვილმა, გუნდში დაძაბულობა და პოლიტიკური კრიზისი, ჯერ კიდევ 2014 წელს შექმნა მაშინ, როცა “ქართული ოცნება” საზოგადოების მეტნაკლები მხარდაჭრით სარგებლობდა. მისი გაშვების მიზეზი , ე.წ. “კახური კლანი” და მასთან დაკავშირებული კორუფცია გახდა. კორუფცია, ლათინური სიტყვისგან მომდინარეობს და პირდაპირი მნიშვნელობით გაფუჭებას ნიშნავს, ხოლო ფართო გაგებით – ძალაუფლების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. შესაბამისად, “დაწუნებული” ადამიანის მმართველ პარტიაში დაბრუნება, პოლიტიკური დიაგნოზია – ეს დასასრულია.

გავაკეთოთ მეორე დაშვებაც და ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ე.წ. მორიგ “ტრიუკთან”, რომლის მიზანია ერთი შეხედვით ყველაზე კონსოლიდირებული – კალაძის დაჯგუფების განეიტრალება. ირაკლი ღარიბაშვილს, ამ დაჯგუფებასთან, ანგარიშსწორების პირადი მოტივიც გააჩნია. სცენარი ბევრია: ლოგიკურია ღარიბაშვილი დასახელებული იქნას მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად და გამარჯვების შემთხვევაში განიხილებოდეს მისი პარლამენტის თავმჯდომარეობა. შესაბამისად, მის გარშემო უფრო მართვადი უმრავლესობის ფორმირება. ან უბრალოდ ის შეიძლება გამოყენებული იქნას საფრთხობელად, კალაძე-კობახიძის გუნდის ჭკუაზე მოსაყვანად.

მოკლედ რომ ვთქვათ, ორივე სცენარში “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება შეუქცევადი პროცესია და ირაკლი ღარიბაშვილის იმ ტიტანად წარმოჩენა, რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს, პოლიტიკური სიბეცეა და სხვა არაფერი” – აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...