კვირა, აგვისტო 3, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი...

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 49-ე გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ონლაინ-ფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა. მათ შეაფასეს ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ, ასევე, მიმოიხილეს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ შექმნილი და წარდგენილი საპრეზენტაციო ვიდეო რგოლი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს:

 “დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.

ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ონლაინ-ფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა, რომლებმაც მოისმინეს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ, ასევე ნახეს სეოკ-ის მიერ წარდგენილი სამწუთიანი საპრეზენტაციო ვიდეო რგოლი.

ამ ისტორიულ მომენტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში თვალს ადევნებდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები. აღინიშნა, რომ დღეიდან იწყება ახალი და მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. დადგა ენერგიული მოქმედების, კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისა და ზამთრის სპორტში სერიოზული ინვესტიციების განხორციელების დრო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2019 წლის 30 ივლისს გამართულმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მისაღებად ოფიციალური განაცხადი წარედგინა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC).

მოგვიანებით, 2020 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა EOC-ის შემფასებელი კომისია, რომლის წევრებმაც მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი. კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ვიზიტის მსვლელობის პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სეოკ-ის ხელმძღვანელები, პრეზიდენტის, ვიცე პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის სახით. ვიზიტის პირველ დღეს შემფასებელ კომისიას ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF-ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით. ვიზიტი ორგანიზებული იყო მეტად მაღალ დონეზე და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოში დიდი პოტენციალი არსებობს 2025 წელს შესანიშნავი ფესტივალის ჩასატარებლად”–  წერია განცხადებაში.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...