შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინათია მეზვრიშვილი - სახელმწიფო მდივანმა გააჟღერა უმნიშვნელოვანესი გზავნილები,...

ნათია მეზვრიშვილი – სახელმწიფო მდივანმა გააჟღერა უმნიშვნელოვანესი გზავნილები, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა

სახელმწიფო მდივანმა გააჟღერა უმნიშვნელოვანესი გზავნილები, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა იმ საკითხებს, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს იყო მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრა.

რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ხაზგასმით აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, აგრეთვე, დემოკრატიის განვითარების და ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში.

რა თქმა უნდა, აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება მომავალში, რაზეც ორივე მხარის მიერ გამოითქვა, ბუნებრივია, მზაობა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...