კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმთავარი მიზანი ახალი საარჩევნო კომისია და ახალი არჩევნებია,...

მთავარი მიზანი ახალი საარჩევნო კომისია და ახალი არჩევნებია, დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა და მეტი არაფერი – ირინა სარიშვილი

ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრი, ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი, სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ წერს, აღნიშნული სტუმრობისგან გამოწვეულ აჟიოტაჟს გადაჭარბებულად მიიჩნევს და მთავარ მიზნად ხელახალ არჩევნებს ასახელებს, ახალი საარჩევნო კომისიის პირობებში:

‘‘არავინ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არ გააკეთებს.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პომპეოს ვიზიტი საქართველოში, მაგრამ ცოტა გადამეტებულად მეჩვენება ამ ვიზიტთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მას უამრავი ჟურნალისტი ახლავს თან და ამ ჟურნალისტებმა საქართველოს მდგომარეობა რეალურად უნდა გააშუქონ და არა ისე, როგორც ამას ხელისუფლება წარმოადგენს.

ქოცების ჟივილხივილზე აღარაფერს ვამბობ, ეს მათ ქოცურ სტილშია პატარპატარა სიხარულები, ჟრიამულები, რომელსაც ხლა ისტერიული შიშიც ემატება. ეს მათი სტილია.
ჩვენ, ჩვენ საქმეს მივხედოთ და მთავარ მიზანს მივაღწიოთ: ახალი საარჩევნო კომისია და ახალი არჩევნები. დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა და მეტი არაფერი.

‘‘ძალა ერთობაშია’’ეს მხოლოდ ლოზუნგი აღარ არის, ეს ჩვენი სამოქმედო გეგმის საფუძველი და ამ გეგმის წარმატებით განხორციელების მთავარი გარანტია.
ყველაფერი კარგად იქნება’’, – წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოცნების” გლდანის დღევანდელი გამგებელი და მისი ბიოგრაფია გლდანში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამახსენა – ნიკა მელია

თბილისში, გლდანის რაიონში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც ავარიული კორპუსის...

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...