შაბათი, ივლისი 19, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიამ უნებური შეცდომისთვის თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი, ვინც...

ამ უნებური შეცდომისთვის თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც საქართველო-მაკედონიის საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობას მოედნიდან ადევნებდა თვალს, განმარტებებს სოციალურ ქსელში აკეთებს და ბოდიშს უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც, კონკრეტულ მიზეზთა გამო, გულისწყვეტა გამოხატეს მისი მისამართით. დედაქალაქის მერი დაჯარიმებული მოქალაქეების თემასაც შეეხო და პირობა დადო, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნებათ და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით მოხერხდება მათი პრობლემის გადაჭრა:

‘‘გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა.

გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა.
გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ, ერთერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.

ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს.

ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

რაც შეეხება ჩემს სტადიონზე ყოფნას, მინდა გავმარტო, რომ მე იქ ვიყავი უეფას’’ დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიწვეული, სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად.

სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი.

ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, ჩაწყობა, ჩინოვნიკობა, ან რამე უკანონო ქმედება.
უეფასგან’’ და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩეზეც მომდისხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.

უცნაური ის იქნებოდა მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, ბიჭების გვერდში, რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე. ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია.

ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!’’ – წერრს კახა კალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რაც შეეხება ომის საფრთხეს – არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს...

ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას...

“რეჟიმის საქმე წასულია, მათ არასწორი მხარე აირჩიეს, მისი დასრულება მხოლოდ დროის საკითხია და ეს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" მიერ...

“კაცებმა დადეთ საჯარო პირობა რომ არ გათხოვდებით, კანონიც გაუქმდება და ვიზალიბერალიზაციაც გადარჩება🙌🫡” – ელისო...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თავიდან აცილების მხრივ ევროკავშირმა საქართველოს რიგი ნაბიჯების...

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს” – თინა ბოკუჩავა

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს – დიდი ბრიტანეთი მოქმედებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ივანიშვილი გამწარებულია კობახიძე-მდინარაძის დუეტზე და პასუხს სთხოვს!” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების"...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...