spot_img
მთავარიარჩევნები"დესტრუქციით და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს...

“დესტრუქციით და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს!” – კახა კალაძე

არჩევნების პროცესთან, ოპოზიციური პარტიების პროცესთან, სამართალდამცავების მიერ საპროტესტო აქციების დაშლასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და ოპოზიციას მოუწოდა დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის:

პირველ რიგში, მინდა მივმართო თითოეულ ადამიანს, როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ისე საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს.

გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე.

აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით.

მეგობრებო, ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, შეიძლება წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმებზე, მაგრამ ყველამ მინდა გაითვალისწინოს ერთი რამ ,რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო.
არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ცესკოს შენობაში შეჭრას და არც ის, არ არის სასიამოვნო, რომ პოლიცია იძულებული ხდება მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს.

ეს არ არის ის სურათი, რომლის ხილვაც სურს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც პანდემიის პირობებში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირეს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია.

ქართველმა ხალხმა, 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მილიონამდე ადამიანმა „ქართულ ოცნებას” გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მთავრობას „ქართული ოცნება” დააკომპლექტებს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებს, ნუ აყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა.

თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტული საარჩევნო უბნების მონაცემებთან მიმართებით ლეგიტიმური პრეტენზია აქვს, მოვუწოდებთ ყველას, დესტრუქციული ქმედებებით ნუ შეაფერხებენ მათივე საჩივრების საფუძველზე მიმდინარე ხმების გადათვლის პროცესს, არამედ მიყვნენ სამართლებრივ პროცედურებს, ამ გზით შეეცადონ საკუთარი პოზიციის დაცვას და მოემზადონ არჩევნების მეორე ტურისთვის.

ამავეს მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც.

ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და რომ მილიონამდე ადამიანის არჩევანს ვერავინ შეცვლის საპროტესტო აქციებით; ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, საკუთარი მიზნების სამართლებრივი გზებით მიღწევას, სხვაგვარად დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ შევქმნით, სხვაგვარად თანამედროვე საზოგადოებად ვერ შევდგებით!

ნიშანდობლივია, რომ გუშინ მომხდარ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ოპოზიციის მხოლოდ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია სურთ.

დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ბოლომდე შეინარჩუნეს პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმა და არ მიიღეს მონაწილეობა ცესკოზე მიტანილ ძალადობრივ შტურმში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ აყვებიან რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის. დესტრუქციით და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს!” – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“ივანიშვილის ხალხის მისვლა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა შეურაცხყოფაა…” – ლაშა ბუღაძე

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მმართველი გუნდის ლიდერების მისვლას, სოციალურ...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...