spot_img
მთავარიკანონი და სამართალითვალია მისი მთავარი პროფესიული იარაღი და საოპერაციოდ შეიყვანეს...

თვალია მისი მთავარი პროფესიული იარაღი და საოპერაციოდ შეიყვანეს აქციაზე დაშავების შემდეგ – ინგა გრიგოლია ტვ “პირველის” ოპერატორზე

ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული საპროტესტო აქცია რუსთველის გამზირზე გუშინ 3 საათზე შეიკრიბა, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ხელისუფლებას 3 მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 20:00 საათმდე მისცეს, ვადის ამოწურვის შემდეგ კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებია 1. ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; 2. ცესკოს თავჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და კომისიების სამართლიანი პრინციპით დაკომპლექტება; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ცესკოს შენობასთან დაპირისპირება მოხდა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცავებს შორის, რასაც მოჰყვა წყლის ჭავლის გამოყენება, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. დაზიანებები მათ, ძირითადად სახის, თვალის არეში მიიღეს.

დაშავებულებს შორის არის ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მწვავე, ემოციურ პოსტს და ფოტოს, სოციალურ ქსელში, ინგა გრიგოლია ავრცელებს:

ამ ბიჭის თვალია მისი პროფესია. თვალით მუშაობს, თვალია მისი მთავარი პროფესიული იარაღი, თვალით იხედება კამერაში და ისე აშუქებს მოვლენებს 😪❤️ ამ წუთებში საოპერაციოდ შეიყვანეს, დღევანდელ აქციაზე დაშავების შემდეგ😡😡😡 პაპუნას გამოჯანმრთელება,ვინც ამას ამართლებს,მართლა აღარასოდეს შემეხმიანოთ”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ამავე აქციაზე, „ფორმულას“ ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდნენ. გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, ჟურნალისტ ბარათაშვილს სახე, ოპერატორ გიორგი ჯაფარიძეს კი თავი აქვს დაზიანებული.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...