ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებისაარჩევნო სიებში ფიქსირდებიან გარდაცვლილები და საარჩევნო უბნებთან გამოვლინდა...

საარჩევნო სიებში ფიქსირდებიან გარდაცვლილები და საარჩევნო უბნებთან გამოვლინდა ფულის გადაცემის ფაქტები “ქართული ოცნების” მხრიდან – გიორგი ვაშაძე

„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთაწმინდის 23-ე საარჩევნო უბანზე გარდაცვლილები არიან ამომრჩეველთა სიაში და ასევე საარჩევნო უბნებთან ფულის გადაცემის მასიური ფაქტების შესახებ ისაუბრა, რომელიც პირდაპირ საარჩევნო უბნებთან ხდება. ვაშაძის თქმით ისნის რაიონში პოლიციისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტივისტების მიმართ, რომლებიც კანონის სრული დაცვით და საკამოდ დიდი დისტანციით დგანა ქუჩაში მოქალაქეებს და პირბადეებს ურიგებენ მათ მიმართ აგრესიულ ქმედებები გამოვლინდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ როგორი ტიპის აგიტაციაც არის აკრძალული, სწორედ ასეთს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეწევიან და მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდებს:

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც უკვე იყო არჩევნებზე მივიდა, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველომ დაიწყოს ახალი განვითარების და აღმშენებლობის ეტაპი და დავამარცხოთ ის უამრავი პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია.

პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ისნის რაიონში პოლიციისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან აგრესიულ ქმედებას ჩვენს მოხალისეებზე, რომლებიც კანონის სრული დაცვით და საკამოდ დიდი დისტანციით დგანა ქუჩაში მოქალაქეებს და პირბადეებს ურიგებენ, ასევე ისინი ადამიანებს მოუწოდებენ, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ეს არის კანონის სრულად შესაბამისი და მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნუ ცდილობს ჩვენი მხარდამჭერების დაშინებას, იმიტომ რომ თქვენი არავის არ ეშინია, მითუმეტეს პოლიციელებს მოვუწოდებ, რომლებმაც თავადაც უნდა გამოხატონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მემგონი თქვენც მოგბეზრდათ ეს პოლიტიკური დავალებების შესრულება. აუცილებელია, რომ დავიცვათ კანონი და ძალიან გთხოვთ წაიკითხეთ საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, სადაც ზუსტად არის განმარტებული თუ როგორი ტიპის აგიტაცია არის აკრძალული საარჩევნო დღეს და აი როგორი ტიპის აგიტაციაც არის აკრძალული ასეთს ნამდვილად ეწევა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათაც მოვუწოდებ, რომ სრულად დაიცავით კანონი.

მთაწმინდის 23-ე უბანზე გარდაცვლილები არიან სიაში, რომლებიც ადრე სიაში არ იყვნენ. ასე ვთქვათ სიაში მოხვდნენ, ბატონი ზვიად გელოვანი, რომელიც გარდაცვლილია და ნოდარ გელოვანი ასევე 2004 წელს გარდაცვლილია. ეს ადამიანები საარჩევნო სიაში ფიქსირდებიან, ამ კუთხით მოვუწოდებ ჩვენს დამკვირვებლებს და ყველას, რომ მიაქციეთ ყურადღება, რადგან არ მოხდეს გარდაცვლილთა მონაცემების გამოყენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აქვე მინდა ვთქვა ფულის გადაცემის მასიური ფაქტების შესახებ, რომელიც პირდაპირ საარჩევნო უბნებთან ხდება და ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი ვიდეო გვაქვს, რომელიც ასახავს აჭარაში ფულის გადაცემის ფაქტს თუ როგორ გადასცემენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, ალბათ, გარკვეული პირობების სანაცვლოდ ფულს, სამწუხაროა, რომ ისევ და ისევ „ქართული ოცნება“ მიმართავს პირდაპირ მოსყიდვას ამ არჩევნებზე, ყველაფერ ამასთან გასამკლავებლად მე მოვუწოდებ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, იცოდეთ, რომ როდესაც მიდიხართ საარჩევნო უბანთან, როცა შეხვალთ ხმის მისაცემად ვერავინ ვერ გააკონტროლებს თქვენს ხმას, ძალიან გთხოვთ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ თითოეულ ბიულეტენს და მივიღოთ არჩევანი წრფელი გულით, ამ ზეწოლებმა და წნეხმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველას წაიკითხეთ კანონი, ნუ გასცემთ უკანონო დავალებებს და ნუ ხართ ამომრჩევლის, ასე ვთქვათ ჩვენი მხარდამჭერების დაშინებაზე გადასული. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ვიყოთ აქ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის...

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ქვეყნის ჭაობიდან ამომყვანის გათავისუფლების მოთხოვნას პუნქტების ჩამოთვლა არ სჭირდება” – კობა ხაბაზი მიხეილ სააკაშვილზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა ხაბაზი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...