ცენტრალურმა საარჩევნო კომისია, საზოგადოების ინფორმირებისთვის, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
✔️გახსოვდეთ, პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა!
კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება!
🔸 საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა
🔸კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით
🔸ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე იდენტიფიცირების მიზნებისთვის
🔸რეგისტრატორს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე
🔸გაიარეთ მარკირების პროცედურა
🔸გააკეთეთ ხელმოწერა ამომრჩეველთა სიაში
რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით
🔸 ამავე კალმისტრით ისარგებლეთ საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას
🔸მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენები
🔸ფარული კენჭისყრის კაბინაში გააკეთეთ არჩევანი და გადაკეცეთ ბიულეტენები ისე, რომ არ ჩანდეს ვის მიეცით ხმა
✔️გახსოვდეთ, ხმის მიცემა ფარულია
🔸კაბინიდან გამოსვლის შემდეგ კონვერტში თავად მოათავსეთ ბიულეტენები
🔸კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში
🔸კალმისტარი დატოვეთ სპეციალურ კონტეინერში
კენჭისყრის შენობის დატოვებისას ისარგებლეთ გასასვლელში უზრუნველყოფილი სადეზინფექციო სითხით