შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობდეს...

“ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობდეს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ 27-საათიანი უწყვეტი ტურნეს ფარგლებში, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბათუმიდან დაიწყო, 17-ზე მეტი ლოკაცია მოიარა, ასობით მხარდამჭერს შეხვდა და საქართველოს აღმშენებლობის გეგმა გააცნო. პარტიის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველა ქალაქს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა ექნება. ქუთაისი კი, სადაც შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს დაიბრუნებს, რასაც მისი განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობა გააჩნია.

“სტრატეგია აღმაშენებლის” პრემიერობის კანდიდატის მთავარ მესიჯს მოსახლეობასთან შეხვედრისას არჩევნებზე მისვლა და „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიისთვის საკადრისი პასუხის გაცემა წარმოადგენდა. ვაშაძეს მიაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ეთქვას სიღარიბეს, უმუშევრობას, გაჭირვებას, კრიმინალს და დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობა საქმის მკეთებელ გუნდთან ერთად:

ჩვენ გუშინ, დილით 09:00 საათზე ბათუმიდან 27-საათიანი უწყვეტი ტურნე დავიწყეთ. მოვიარეთ 17-ზე მეტი ლოკაცია და ასობით ადამიანს შევხვდით მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროდ, ქვეყნის ყველა რეგიონში უკიდურესი გაჭირვებაა. პენსიონერები, რომლებიც უსამართლოდ მაღალი სესხის პროცენტის გადახდას ვეღარ აუდიან, სოციალურად დაუცველები, რომლებიც  ვეღარანაირ საკვებს ვეღარ ყიდულობენ, იმისთვის რომ ელემენტარულად გამოკვებონ საკუთარი ოჯახი.

სოფლად თუ ქალაქად, ადამიანების ცხოვრების პირობები ნამდვილად არ შეესაბამება იმ რეალობას რასაც „ქართული ოცნება“ გვიხატავს. არის უმძიმესი მდგომარეობა, სადამდეც „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ მიგვიყვანა, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ამ ადამიანებში ვნახეთ ის რწმენა, რომ საქართველოს მომავალი გააჩნია.

მე მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ ეს სიღარიბე, ეს გაჭირვება, ეს უმძიმესი ვითარება დავამარცხოთ ქვეყანაში, რისთვისაც აუცილებელია 31 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, მივიდეთ და ხმა მივცეთ ცვლილებებს, სიახლეს და უარი ვუთხრათ მათ, ვინც ამდენი  წლის განმავლობაში გატყუებდათ, ვინც დამნაშავეა თქვენს მძიმე სოციალური პირობების შექმნაში.

მთავარი საკითხი, რაზეც ხალხი საუბრობს, ეს – სიღარიბე, შიმშილი და გაჭირვებაა. მათ ფული არ აქვთ საკვების შესაძენად, შრომისუნარიან ადამიანებს სამუშაო ადგილი არ აქვთ, პენსიონერებს არჩევანის გაკეთება უწევთ წამალსა და საკვებს შორის, უსამართლოდ მაღალია წამლების ფასი. სწორედ ამიტომ თითოეულ ადამიანს ვპირდებით, გამარჯვების პირველ 30 დღეში პენსიონერებს სესხის უსამართლოდ მაღალ 36-40%-ს ჩამოვაწერთ, 30%-ით გავაიაფებთ წამლებს, ყველას ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც შეუმცირდათ ბიზნესი 6 თვის მანძილზე სესხის პროცენტს დავუსუბსიდირებთ და რაც მთავარია გავასამმაგებთ კორონა ვირუსის ტესტების რაოდენობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ლოკალიზება და არ ხდებოდეს კორონა ვირუსის მასობრივი გავრცელება. დავიწყებთ აღმშენებლობას თქვენთან ერთად და  აუცილებლად დავამარცხებთ სიღარიბეს.

დიდი მადლობა ჩვენს თანაგუნდელებს, ვინც მთელი 27 საათის მანძილზე დაუზარელად, აქტიურად, ენერგიულად დადიოდა რეგიონებში, მადლობა ჩვენს წარმომადგენლებს რეგიონებში და მათ მინდა ვუთხრა, რომ სწორედ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ენერგია არის ის ენერგეტიკა, რომელიც ახლა სჭირდება საქართველოს. ჩვენი უშრეტი და დაუღალავი ენერგია, 24/7-ზე შრომა საჭიროა იმისათვის, რომ თითოეულ ქართულ ოჯახში მოვიტანოთ სიკეთე და კონკრეტული შედეგი.

ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობდეს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ხელი ჩამოგართვით და  დაგპირდით, რომ  უსამართლობას შევცვლით, აუცილებლად გავაკეთებთ. პოლიტიკოსების მიმართ ნდობას დავაბრუნებთ ქვეყანაში,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...