spot_img
მთავარიგანსჯის საგანიპაატა მანჯგალაძე - "ქართული ოცნების" პოლიტიკური ვირეშმაკობა ლუსტრირებულია

პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნების” პოლიტიკური ვირეშმაკობა ლუსტრირებულია

“ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ ოპოზიციურ ძალებში არის სრული კონსენსუსი, 2020 წლიდან არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. პაატა მანჯგალაძის თქმით, ქვეყანა იმართება თვითგამოცხადებული ავტოკრატის მიერ და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს.

“20 პოლიტიკური სუბიექტის დღვანდელმა შეხვედრამ ” ქორთიად მერიოტში” კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციურ ძალებში არის სრული კონსესუსი.

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მარტივად უნდა ვუთხრათ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სახის კრიზისები გამოწვეულია იმით, რომ დარღვეულია ელექტორალური დემოკრატიის პრინციპი.

ხელისუფლებას არ გააჩნია პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულების განცდა მოსახლეობის წინაშე, ქვეყანა იმართება “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ავტოკრატი მმართველის მიერ. შესაბამისად, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ვირეშმაკობა სრულად ლუსტრირებულია და ოპოზიციური ძალების ახალი საკონსტიტუციო ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილს აღარ ექნება ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი შესაძლებლობა. ასევე, ფუჭი იქნება მისი მცდელობა, შეინარჩუნოს ძალაუფლება, ოპოზიციური ძალების ხელოვნური ფრაგმენტაციით” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...