კვირა, მაისი 11, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" ყველა რეიტინგით საზოგადოების მხრიდან დიდი ნდობით...

“ქართული ოცნება” ყველა რეიტინგით საზოგადოების მხრიდან დიდი ნდობით და მხარდაჭერით სარგებლობს – ანრი ოხანაშვილი

ყველა რეიტინგით, მათ შორის, სააკაშვილი-გვარამიას გაყალბებულით, „ქართული ოცნება“, ჩვენი საზოგადოების მხრიდან სარგებლობს დიდი ნდობით და დიდი მხარდაჭერით, შესაბამისად, ჩვენ ვართ ლიდერი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ენდობა ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ,,Ipsos”-ის კვლევების კომენტირებისას, რომლის მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუფიქსირდა ყველაზე დიდი რეიტინგი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-60%-ის ფარგლებშია და არსებობს რესურსი ამ რეიტინგის გაზრდის.

მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და დამაჯერებლად გაგვამარჯვებინებს ამ არჩევნებში და იქნება მთავარი დაკვეთა ჩვენს მიმართ და დავალება, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი.

რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ამიტომ დაუჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და, რა თქმა უნდა, არ დაუჭერს მხარს აქედან გამომდინარე იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელთა ერთადერთი მიზანი არის რევანში და ქვეყნის წარსულში დაბრუნება. მათი ხელწერა ვიცით, რომ ეს არის ძალადობა ყველაზე და ყველაფერზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფებს არ ექნებათ მხარდაჭერა.

მხარდაჭერა ექნება „ქართულ ოცნებას“ – ამას ადასტურებს ყველა რეიტინგი, მათ შორის, სააკაშვილ-გვარამიას მიერ გაყალბებული, საბოლოოდ ჩვენ ვლიდერობთ დამაჯერებლად. ეს არის 55-60%-ის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით გვაქვს კიდევ რესურსი ამ რეიტინგის შემდგომი გაზრდის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს”...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...