ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები5 მილიარდიდან გამოიძებნა თანხა გახარიას და "ოცნების" მეგობრებისთვის,...

5 მილიარდიდან გამოიძებნა თანხა გახარიას და “ოცნების” მეგობრებისთვის, კაპიკი არ გამოიძებნა მცირე და საშუალო ბიზნესისა და იმ ხალხისთვის, ვინც სამსახური დაკარგა – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით ეკონომიკაში საბანკო სექტორმა 229 მლნ ლარის ქონება გადაიფორმა. ქვეყნის ეკონომიკური მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ვაშაძე ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მინიმუმ ექვს თვიანი მორატორიუმი ქონების გადაფორმებაზე და მოხდეს სესხის პროცენტის სუბსიდირება გამოყოფილი 5მლრდ-დან, მათზე ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი, ყველა მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომელიც ფაქტობრივად გაკოტრების პირასაა:

უმძიმესი ვითარებაა ქართულ ეკონომიკაში. 229 მლნ ლარის ქონება საბანკო სექტორმა გადაიფორმა საკუთარ თავზე კერძო მფლობელებისგან, 50 მლნ-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს და ეს მოიცავს იმ პერიოდს, როცა სესხების გადახდა ფაქტობრივად შეჩერებული იყო, სამი თვის შემდგომ 6 თვის მანძილზე ეს ყველაფერი გაჩერებული იყო.

დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობაა და ამიტომ ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მინიმუმ ექვს თვიანი მორატორიუმი ქონების გადაფორმებაზე. სანამ კორონაკრიზისს არ გადალახავს ქვეყანა, მანამდე არ უნდა ხდებოდეს ქონების გადაფორმება და მეორე – სესხის პროცენტის სუბსიდირება მოხდეს გამოყოფილი 5მლრდ-დან მათზე, ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი, ყველა მცირე და საშუალო ბიზნეზე, რომელიც ფაქტობრივად გაკოტრების პირასაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უმძიმესი ვითარება, უბრალოდ ხალხი რჩება ქუჩაში, ამ ხალხს შველა უნდა და სად უნდა განვასახლოთ ეს ხალხი. ტოტალურად, მასიურად ხდება ამ ხალხის ქონებების გადაფორმება ბანკების, მიკროსაფინანსოების მხრიდან.

229 მილიონი, ეს მხოლოდ და მხოლოდ საბანკო სექტორის ციფრია, გაცილებით დიდი ციფრია მიკროსაფინანსოების მიმართულებით, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, პირველ რიგში ეროვნულ ბანკს და გვენეტაძეს თავი გაანძრიეთ – ნუ ხართ მონოპოლისტ ბანკთან ინტერესების დამცველები, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც დაიცვათ ხალხის ინტერესები, შეაჩერეთ გადაფორმების პროცესი, გამოაცხადეთ ექვს თვიანი მორატორიუმი, დავასუბსიდიროთ გამოყოფილი 5 მირიარდიდან სესხის პროცენტი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სესხის პროცენტს ვერ იხდის და ჩამოვაწეროთ სესხის პროცენტი პენსიონრებს, ამით ჩვენ შევძლებთ, რომ შევაჩეროთ ის ძალიან მძიმე ვითარება, რაც ქვეყანაშია, რომ ხალხი შიმშილთან ერთად ქუჩაშიც არ დარჩეს.

5 მილიარდიდან ფული გამოიძებნა გახარიას და „ქართული ოცნების“ მეგობრებისთვის, კაპიკი არ გამოიძებნა მცირე და საშუალო ბიზნესისა და იმ ხალხისთვის, ვინც სამსახური დაკარგა. ეს უსამართლობაა, რადგან 5 მილიარდი ამერიკამ და ევროპამ ხალხს მოგვცა იმისთვის, რომ ყველამ გამოიყენოს და არა იმისთვის, რომ მხოლოდ ფულის მკეთებელ „ქართული ოცნების“ მეგობრებმა ეს ყველაფერი გამოიყენონ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს არ გვაქვს ის მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთი კაცის ჯიბეში იყო...

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაძლო გადახედვა შანტაჟის მორიგი მცდელობაა“, -...

უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ – კახა კალაძის...

„დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე...

“ბატონო ბიძინა, ვინც ფულს იხდის, ის არ უკვეთავს მუსიკას თუ რამე შეიცვალა?🤔😊” – ლელა...

"დღეს თუ ხვალ გომელაურიც წავა. თუ ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს...

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე” – ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

“ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...