კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია? თუ გახარიას...

“მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია? თუ გახარიას უბრალოდ შეეშინდა დებატების, მარცხის აღიარების და სიმართლესთან დაპირისპირების?” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას მხრიდან დებატებზე თავის არიდებას მის სიმხდალესა და მოსალოდნელი მარცხის შიშს უკავშირებს. ვაშაძე აცხადებს, რომ ბატონ გახარიას სიმართელსთან დაპირისპირების შეეშინდა და ფარად მამუკა მდინარაძეს უშვებს. პრემიერობის კადიდატი გიორგი ვაშაძე მზად არის დებატებისთვის და მიაჩნია, რომ სწორედ ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ გამოაჩენს სხვაობას „ქართული ოცნების“ ფულისმკეთებლების გუნდსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საქმისმკეთებლების გუნდს შორის:

დღეს უნდა შემდგარიყო დებატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის. მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია? თუ გახარიას უბრალოდ შეეშინდა დებატების, მარცხის აღიარების და სიმართლესთან დაპირისპირების? მართალია, მე არ მივცემდი მას ტყუილების თქმის საშუალებას. ქართველი ხალხის სახელით, მოვთხოვდი პასუხს სიღარიბესთან, უმუშევრობასთან და გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებულ მწვავე კითხვებზე. მე მას რთულ შეკითხვებს დავუსვამდი და თუ ის ნამდვილი ლიდერია, ამ გამოწვევისთვის უნდა ეპასუხა.

გახარიას შეეშინდა და გადაწყვიტა, თავი აერიდებინა დებატებისთვის. ამის სანაცვლოდ, სხვისი გამოგზავნა მხდლური და უპატივცემულო საქციელია არა მარტო ოპოზიციის, არამედ საკუთარი მოქალაქეების მიმართ. მიუხედავად ამისა, მე მზად ვარ დებატებისთვის, რომელიც ნათლად გამოაჩენს სხვაობას „ქართული ოცნების“ ფულის მკეთებლების გუნდსა და ჩვენს, საქმის მკეთებლების გუნდს შორის. მე გამოვავლენ ახალ ფაქტებს, თუ როგორ არ აღელვებთ მათ ქვეყნის მოქალაქეები და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ იშოვონ მეტი ფული. მე წარმოვადგენ ჩვენს გეგმას, როგორ უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა საქართველოში.

ბატონო გახარია, შეგიძლიათ, გაექცეთ ამ დებატებს, მაგრამ ვერსად გაექცევით 31 ოქტომბრის არჩევნებს, როცა ქართველი ხალხი თქვენს, დამსხვრეული ოცნებების რეჟიმს დაასრულებს და მას იმ ლიდერებით ჩაანაცვლებს, ვინც საქართველოს აღმშენებლობას შეუდგება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...