შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიარცერთი ხმა "ოცნების" სასარგებლოდ, მხოლოდ ოპოზიცია, ოპოზიცია და...

არცერთი ხმა “ოცნების” სასარგებლოდ, მხოლოდ ოპოზიცია, ოპოზიცია და ოპოზიცია, რომელიც გახდება ხელისუფლება ამ ქვეყანაში – გიორგი ვაშაძე

9 ოქტომბერს, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. ოპოზციონერმა ლიდერმა ერთიანობისკენ მოუწოდა ოპოზიციას და საზოგადოებას მიმართა, რომ არცერთი ხმა არ მისცეს “ქართულ ოცნებას”:

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მიხარია რომ ერთად ვართ, მიხარია რომ ერთად ვიბრძვით და მიხარია რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

31 ოქტომბერი, ეს არაა უბრალოდ არჩევნების დღე, ეს არის რეფერენდუმი – ან ჭაობი, ან განვითარება; ან ის უბედური ოლიგარქატი, რაც ქვეყანაშია, ან ერთად შეკრული ძლიერი, ერთიანი საქართველო, რომელიც გაიმარჯვებს ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და უბედურებაზე.

31 ოქტომბერი – ეს არის ტესტი ჩვენი ქვეყნისთვის, ვიქნებით ჩვენ მსახურნი თუ ვიქნებით ამაყები, ამაყები ჩვენი ქვეყნით, ამაყები მთელ მსოფლიოში.

დიახ, ჩვენ აქ ერთად ვდგავართ და ყველაზე მაგარი არის ის, რომ ამ ერთიანობით მთელ საქართველოს, თქვენთან ერთად, მივმართავთ, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და აუცილებლად გაიმარჯვებს თითოეული ოჯახი.

8 წლის მანძილზე „დამსხრეული ოცნებების“ პარტიამ მოატყუა საქართველოს თითოეული მოქალაქე, არცერთი დაპირება მათ არ შეასრულეს, არცერთი სფერო არ არსებობს ქვეყანაში, რომელიც წინ წავიდა და დღეს ისინი ისევ ბედავენ თქვან, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. ესაა ტყუილი და ამ ტყუილს 31 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი.

მე დღეს აქ ჩემს პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელს“ წარმოვადგენ, მაგრამ არ წარმოვადგენ პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს, ჩვენ აქ წარმოვადგენთ ნიკა მელიას. დიახ, ახალგაზრდა, ახალი თაობის, ენერგიულ, პრინციპულ, მაგარ ვაჟკაცს, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს გლდანში. და ყველა ჩვენს მხარდამჟერს მოვუწოდებთ – არცერთი ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ, მხოლოდ ოპოზიცია, ოპოზიცია და ოპოზიცია, რომელიც გახდება ხელისუფლება ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ის გაიმარჯვებს, ვისაც უფრო მეტი გადაწყვეტილების უნარი გააჩნია…” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც რიტორიკული...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...