შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციამიუღებელია რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, რის გამოც ჩაიშალა საერთაშორისო...

მიუღებელია რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, რის გამოც ჩაიშალა საერთაშორისო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი – თეა ახვლედიანი

შერიგების და თანასწორობის საკითხებში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემაზე მომუშავე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და ერთგვარი ანგარიში ჩააბარა საზოგადოებას:

როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად ორი თვეა, რაც სახელმწიფო მინისტრის საპასუხისმგებლო პოსტს ვიკავებ. ამ პერიოდის განმავლობაში როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით და აქტუალურ საკითებზე, ძალიან ინტენსიურად  მუშაობასთან ერთად, გავმართეთ მრავალი შეხვედრა ადგილობრივ პარტნიორებთან, საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებთან.

ვეწვიე გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს, ადგილზე გავეცანი საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას, შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას, მოვისმინე მათი პრობლემები. დღეს ვესაუბრე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და არასამთვრობო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ჩართულობის და შერიგების, პოლიტიკის განხორციელების მდგომარეობა. ვიმსჯელეთ მისი შემდგომი რეალიზაციის ეფექტიან გზებზე, ასევე გავცვალეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის თაობაზე და შევჯერდით სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე.

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობარ სახელმწიფოსთან, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგის გზით, გვაქვს შეუთანხმებელი საზღვრის მონაკვეთებზე მსჯელობა და ვართ გადაწყვეტის პროცესში. ყოველი სახელმწიფო ცდილობს, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გადაჭრას ამგვარი თემები, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პროცესებს, არგუმენტებზე და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე, განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია საერთაშორისო მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ჩაშლა. ბუნებრივია ეს არის, ძალიან ნეგატიური გავლენის მქონე ქმედება, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად სამშვიდობო პროცესს, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო პარტნიორობის ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მომართულია ომით დაზარალებული მოსახლეობის, კიდევ უფრო დამძიმებული გამოწვევების დასაძლევად.

იმედი მაქვს, რომ რუსეთი დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას, ეს არის მნიშვნელოვანი ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც საქართველო და რუსეთი მართავს პირდაპირ დიალოგს, ომის შედეგად რუსეთის მიერ, საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების მხრივ.

სამწუხაროდ პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა დესტრუქციული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სახით, მათ შორის ბორდერიზაციის თუ ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების მხრივ. ამ დროისთვის არის რამდენიმე დაკავებული მოქალაქე, როგორც ცხინვალის ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში. ასეთი შემთხვევების დროს, ჩვენ დაუყონებლივ ვრეაგირებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით, აქტიურდება ასევე ცხელი ხაზი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, რათა მათ გააძლიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ მოხდეს ამ ადამიანების უპირობო და დაუყონებლივი განთავისუფლება. რაც შეეხება კონკრეტულად ირაკლი ბებუას მდგომარეობას, ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას მის შესახებ და დღევანდელი ინფორმაციით ირაკლის ჯანმრთელობას საფრთე არ ემუქრება“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“როგორ გაქვთ ფილტვები ქოცხროვავ, სუნთქავთ კიდევ თავისუფლად?” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

“ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა”...

სამართლიანობის აღსადგენად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...