ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
12 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიუნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ...

უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება ემსახურო და იზრუნო შენს ხალხზე – გიორგი გახარია

თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2 წლის შემდეგ ყველა გაიხსენებს ამ დღეს, რადგან პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ფილტვები. პრემიერი, ასევე, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და აცხადებს, რომ სიკეთის კეთება, ქველმოქმედება მისი მხრიდან დასაფასებელია:

„თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის დაწყების ღონისძიება ყველას დაგვამახსოვრდება და 2 წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ერთად, იქ, კიდევ ერთხელ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს.

კახიმ უკვე ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის ეკოლოგიურად მწვანე ზონების მოწყობა და აქ, რა თქმა უნდა, თვალსაჩინოა ბევრი წარმატება, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ღვაწლი, ბიძინა ივანიშვილის ის ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე და ამ ხელწერის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი.

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ბათუმის ბოტანიკური ბაღი, თბილისის ბოტანიკური ბაღი, დენდროლოგიური პარკი, ახლა ცენტრალური პარკი და ცხადია არ უნდა დაგვავიწყდეს მთაწმინდის გამწვანების პროექტი.

ჩვენ გვექნება უბრალოდ ისეთი სივრცეები, სადაც ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, პანდემიის პირობებში, როდესაც გლობალურად, საქართველოც და მსოფლიოც ებრძვის ამ გამოწვევას, ყველანი კარგად ვხვდებით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ მწვანე ზონებს, რომლებიც უნდა მოეწყოს ქვეყნის მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რომელზეც როგორც კახიმ ბრძანა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვლადიმერ პუტინი არ დათმობს შავ ზღვას, ოდესამდე მივა…” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის მოსაზრებას გამოთქვამს გეოპოლიტიკურ პროცესებთან...

“ქართული ოცნება” სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება – პაპუნა ჯანელიძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...