“სტრატეგია აღმაშენებელსა’’ და სამართალდამცავებს შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.
თბილისის მერიასთან პოლიტიკური პლატფორმა ‘’სტრატეგია აღმაშენებლი’’ საპროტესტო აქციას აწყობდა რა დროსაც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. კერძოდ აქციის მონაწირეები ითხოვდნენ, რომ მერიაში შეეტანათ განცხადება პარტიის მიმართ გამოწერილი ჯარიმების გასასაჩივრებლად, რასაც ვერ ახერხებდნენ, რადგანაც სამართალდამცავებს ბლოკირებული ჰქონდათ შესასვლელი.
აქციაზე სამართალდამცავებმა დააკავეს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები – გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ლაშა დიაროვი.
აქციაზე იმყოფებოდნენ, ასევე, საარჩევნო ბლოკის “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი
ცნობისათვის “სტრატეგია აღმაშენებლის” საპროტესტო აქცია ეხებოდა მერიის მხრიდან გამოწერილ ჯარიმებს, რასაც პარტია უკანონოდ მიიჩნევს. აღნიშნული ჯარიმები კი მერიის შესაბამისმა სამსახურმა პარტიას გააკისრა იმ დროს, როცა აქტივისტები აგროვებდნენ საკანონმდებლო ინიციატივისთვის სესხების დარეგულირების მოთხოვნით, რათა პარლამენტისთვის მიემართათ.
P.S. ამჟამად პარტის დაკავებული წევრები გათავისუფლებულები არიან.