ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"დღეს მე წარმოგიდგინეთ საქართველოს აღმშენებლობის და განახლების გუნდი,...

“დღეს მე წარმოგიდგინეთ საქართველოს აღმშენებლობის და განახლების გუნდი, საქმის მკეთებელთა გუნდი, ფულის მკეთებელთა გუნდის საპირწონედ” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს 20 კაციანი პარტიული სია წარადგინა. მისივე შეფასებით, სიაში ახალი სახეები არიან, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან ქვეყნის განვითარებისთვის. თითოეული მათგანი შერჩეულია სამი კრიტერიუმით; პროფესიონალიზმი, პატიოსნება-სუფთა წარსული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლოს სიყვარული. ვაშაძის თქმით, ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც გადადგეს ნაბიჯი პოლიტიკაში იმისთვის, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა:

დღეს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ადგილიდან, მეტეხის ტაძრის ეზოდან, თქვენთან ერთად და ათასობით ჩვენს მხარდამჭერთან ერთად, რომლებიც არსებული შეზღუდვების გამო ტელე-ეთერებიდან გვადევნებდა თვალს, წარმოგიდგინეთ საქართველოს აღმშენებლობის და განახლების გუნდი, საქმის მკეთებელთა გუნდი, ფულის მკეთებელთა გუნდის საპირწონედ. შესაბამისად, 31 ოქტომბერს, ჩვენ გვექნება მარტივი არჩევანი: საქმის მკეთებელთა გუნდი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით ან ფულის მკეთებელთა გუნდი „დამსხვრეული ოცნებების“ სახით! მჯერა ჩემი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების, რომ როგორც 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმზე გააკეთეს არჩევანი თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ, ახლაც, 31 ოქტომბერს ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ საქართველოს აღმშენებლობის სასარგებლოდ. მჯერა და მწამს, რომ სწორედ ეს არჩევანი გახდება საქართველოსთვის ისტორიული შემობრუნების წერტილი იმ უფსკრულიდან, რომელში გადაჩეხვასაც ივანიშვილი და დამსხვრეული ოცნებების პარტია უპირებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმშენებლის“ ოცეული ასე გამოიყურება:
1. გიორგი ვაშაძე
2. თაკო ჩარკვიანი
3. პაატა მანჯგალაძე
4. თეონა აქუბარდია
5. ბესო ბარქაია
6. სერგო ჩიხლაძე
7. დავით ცეკვავა
8. თეონა ჭალიძე
9. ლევან ჭიჭინაძე
10. გიორგი თევდორაძე
11. გიორგი ცობეხია
12. ნანა ტოხვაძე
13. თამთა შამათავა
14. დავით თოფურია
15. მანანა ჯებაშვილი
16. ანა კობახიძე
17. ლაშა დიაროვი
18. თამილა ჯაფარიძე
19. გიორგი ხაბურზანია
20. ედნარ მგელაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის კომისია ვეღარ ქაჩავს მიშას შავ პიარს და გახარიას მრევლი გამოეფინა დამხმარე ძალად?” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რეგაქტორი, ელისო კილაძე (არა)რიტორიკული შეკითხვის დასმით...

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...