spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩევანი მარტივია - საქმის მკეთებელთა გუნდი ან ფულის მკეთებელთან...

არჩევანი მარტივია – საქმის მკეთებელთა გუნდი ან ფულის მკეთებელთან გუნდი – გიორგი ვაშაძე

“სტრატგია აღმაშენებელი” დღეს პარტიულ სიას წარადგენს. როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა სიაში ახალი სახეები იქნებიან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ქვეყნის განვითარებისთვის:

დღეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ წარმოვადგენთ ჩვენს გუნდს. ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდი, თითოეული მათგანი შერჩეულია რამდენიმე კრიტერიუმით: პროფესიონალიზმი, პატიოსნება, სუფთა წარსული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლოს სიყვარული. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გადადგეს ნაბიჯი პოლიტიკაში იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში. ზოგიერთ მათგანს თქვენ უკვე იცნობთ და ბევრს დღეს გაიცნობთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს არის ის ახალი ენერგია, რომელიც სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას, ქვეყნის აღმშენებლობას და ჩვენ დღეიდან ვიწყებთ ჩვენს კამპანიას.

თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი: საქმის მკეთებლების გუნდი თუ ფულის მკეთებელების გუნდი. დიახ, ეს არის არჩევანი „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას შორის – ეს ფუნდამენტური განსხვავებაა, ჩვენ მოვდივართ საქმით, საქმის კეთებაზე და იმ პრობლემების და გაჭირვების დამარცხებაზე ვართ ორიენტირებულნი, რაც ქვეყანაშია. დიახ ამბიციური გეგმებით მოვდივართ და მეორე მხარეს არის „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, რომელმაც არც ერთი დაპირება არ შეასრულა, ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს ფულია, გამილიონერდნენ და გამდიდრდნენ, ამიტომ არჩევანი მარტივია საქმის მკეთებელთა გუნდი თუ ფულის მკეთებელთან გუნდი.

მე მინდა გულწრფელად ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომ დღეს ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. თქვენ ვერ ნახავთ აქ პოლიტიკურ სახეებს, რომლებიც დიდი ხანია არიან პოლიტიკაში, იმიტომ რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი მიზანია ახალი თაობის პროფესიონალებს გაუხსნას გზა პოლიტიკისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ. სწორედ ეს სჭირდება იმ უამრავ პრობლემას, რაც დღეს ქვეყანაშია და სწორედ ამით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ სიღარიბეს და დავიწყებთ აღმშენებლობას. საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა და ამ პერსპექტივისთვის აუცილებელია, რომ პროფესიონალები იყვნენ ხალხის სამსახურში. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდი, რომელიც მზად არის ემსახუროს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მოაგვაროს მათი პრობლემები,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...