ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგია"ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა" - სალომე ზურაბიშვილი

“ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა” – სალომე ზურაბიშვილი

გაეროს სამიტიზე, ბიომრავალფეროვნების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია მთლიანი ტერიტორიის 20% წარმოადგენდეს დაცულ ტერიტორიას. პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ბუნება, რადგანაც კორონავირუსის პანდემია კაცობრიობის მოდგმისა და ბიომრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა:

,,ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით. ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა. COVID-19-ს პანდემიამ მხოლოდ განამტკიცა ჩვენი აღქმა, რომ არ უნდა უგულებელვყოთ ბუნება და დისბალანსების გამომწვევი კლიმატური ცვლილებები და რომ პანდემია კაცობრიობის მოდგმისა და ბიომრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა.

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გადაუდებელი ტრანსფორმაციული ცვლილებების საჭიროებას ვხედავთ. რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. ათასობით ენდემური ჯიშითა და ასი ათასობით ჰექტარზე გადაჭიმული დაცული ტერიტორიით. ,,ზურმუხტის ქსელის“ მეშვეობით, რომელსაც ახლახანს შევუერთდით, ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს – საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20% წარმოადგენდეს დაცულ ტერიტორიას. ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია არის თუშეთი, რომელსაც ეკოტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს.

ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეკონომიკური განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ბიომრავალფეროვნების კუთხით ჩვენი მთავარი ორიენტირი აგრობიომრავალფეროვნება და სატყეო მეურნეობაა.

COVID-19- პანდემიას ძლიერი მანიშნებელია იმისა, რომ სწორედ ახლაა მოქმედების დრო“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს”...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...