შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ...

“ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ” – გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას  განცხადება. მთავრობის მეთაური სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებასა და მძიმე ვითარებას ეხმიანება და თვლის, რომ საომარი მოქმედებების შემდგომი ესკალაცია ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე:

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე“, – აცხადებს გიორგი გახარია.

საქართველოს მთავრობა, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო აქტორებს, გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ვითარების დეესკალაციისათვის:

კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის“, – ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და განვითარების შესაძლო პოტენციალზე და ამ კუთხით, სომხეთ-აზერბაიჯანის როლზე. ამასთან, საქართველოს მთავრობა მზადყოფნას აცხადებს კონფლიქტის მხარეებთან დიალოგისთვის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთანაზერბაიჯანთან და სომხეთთან.

 ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

 ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“, –  აღნიშნავს გიორგი გახარია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...