spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირატი იონათამიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" ლუსტრაცია გრძელდება

რატი იონათამიშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” ლუსტრაცია გრძელდება

„სიმბოლურია, რომ ამ დარბაზში როდესაც მე-9 მოწვევის დამამთავრებელი სესია მიმდინარეობს,  „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ სკამები არის ცარიელი. ეს სიმბოლურად განასახიერებს იმასაც, რომ მომდევნო პარლამენტში მათი ადგილი, უბრალოდ, აქ აღარ იქნება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

რატი იონათამიშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრაცია გრძელდება. ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ოპონენტებმა ბევრჯერ მოახდინეს საკუთარი რეალური მიზნებისა და ბუნების წარმოჩენა:

კულმინაცია იყო გუშინ, როდესაც სააკაშვილმა ევროკავშირის რეგულაციებს უწოდა იდიოტური და ცოტა ხნის წინ, გვახსოვს, რომ ევროკავშირის მიდგომებს კოლონიალურს უწოდებდა. ფაქტია, რომ ამ განცხადებებით ის ერთი-ერთში იმეორებს რუსეთის დუმის ყველაზე უკიდურესი დეპუტატების განცხადებებს და ფაქტობრივად, წარმოადგენს რუსულ ჰიბრიდულ ძალას ამ მიმართულებით. ამიტომ აღარ გვიკვირს, თუნდაც, რამდენიმე დღის წინ, თინა ბოკუჩავამ გაეროს ტრიბუნას უწოდა ვირტუალური ტრიბუნა და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქ წარმოადგენდა ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დამამახსოვრებელი და ისტორიული გამოსვლა ჰქონდა მართლაც და ეს არის შესაძლებლობა, რომ უმაღლეს ტრიბუნაზე ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვათ და სწორი გზავნილები გავაგზავნოთ, უწოდებს ვირტუალურ ტრიბუნას, უბრალოდ მინდა შევახსენო, რომ გაეროს 75-ე  საიუბილეო ასაბლეაზე არამხოლოდ გიორგი გახარია, არამედ მსოფლიო ლიდერები გამოვიდნენ, მათ შორის, გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის გამოსვლა მართლაც იყო ისტორიული და გამორჩეული.

სალომე სამადაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ პარტიას საკუთარი ამომრჩევლისადმი, ისინი თუ ეტყვიან, უბრძანებენ, დარწმუნებული არიან, რომ უსულო საგნებსაც მისცემენ ხმას და აირჩევენ მათი ამომრჩევლები, ეს არის ძალიან მძიმე შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვინც შენ გიჭერენ მხარს.

ძალიან საინტერესო იყო ოთარ კახიძის აღიარება, რომელმაც განაცხადა “მთავარი არხის” ეთერში დებატების დროს, რომ სააკაშვილის წარსულთან მათ პრეტენზია არ აქვთ, ჯერ ხომ დაიწყეს ამ უმძიმესი დანაშაულების მონანიება, ბოდიშების მოხდა და თურმე აღმოჩნდა რომ მის წარსულთან პრეტენზია არ აქვთ და პრეტენზია აქვთ მხოლოდ იმასთან რომ ჩამოვდივარ და არ ჩამოდისო, ანუ პრეტენზია მარტო ძალაუფლების გაყოფასთან აქვთ ერთმანეთთან და არა იმასთან, რომ წარსულში ვინ რას აკეთებდა, ჩვენ ხომ ვიცით, საზოგადოებამ ხომ იცის რომ ამას ერთად ჩადიოდნენ და სინდისი მაშინაც არ ქენჯნიდათ და ახლაც არ აწუხებთ რასაკვირველია.

„მთავარი არხის“ ამ დეზინფორმაციის მანქანის რიტორიკა გაგრძელდა და ამას წინათ, ანონსში ატრიალებდნენ ასეთ ტყუილს, რომ თურმე პანდემიის დროს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსთვის ვერაფერი ვერ გაიმეტა, მაშინ, როდესაც მისი კონტრიბუცია მხარდაჭერილ ფონდში მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღნიშნა – ისინი ამბობენ, რომ ვერაფერი ვერ გაიმეტა. არ მესმის როგორ შეიძლება ასე დაეცე ადამიანი და მსგავსი ტყუილებით გამოხვიდე, ამას ცხადია ძალიან მკაცრი შეფასება მოყვება.

ბოლოს, მათი განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, როდესაც ისინი შტურმით დაესხნენ თავს თავისუფალ მედიას, კიდევ ერთხელ ახდენს ბუნებრივი ბუნების ლუსტრაციას. ეს ადამიანები ცხოვრობენ ვირტუალურ სამყაროში, რაღაც პარალელური, ვირტუალური სამყარო შექმნეს, მაგრამ მათ არ შეუცვლიათ თავისი ბუნება და ზნე-ჩვეულებები, მაგრამ ქართველი ამომრჩეველი დააბრუნებს მათ ძალიან მალე, სულ რაღაც, 31 დღეში სინამდვილეში და ეს სინამდვილე იქნება მათთვის ძალიან მძიმე და პოლიტიკაში მათი ადგილი აღარ იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ. არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული – დღეს გვჭირდება აწმყო და...

გავრცელდა პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის, "კოალიცის ცვლილებებისთვის" წევრის საბა...

“პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას” – ნიკა გვარამია

მმართველ გუნდში განხორციელებილ საკადრო ცვლილებების გამომწვევ სკანდალურ მიზეზებზე აკეთებს...

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...