spot_img
მთავარიკანონი და სამართალიოპოზიცია ვთანხმდებით, რომ საქართველოს აქვს მომავალი და ამ...

ოპოზიცია ვთანხმდებით, რომ საქართველოს აქვს მომავალი და ამ მომავლისთვის მთავარი სისტემური, კომპლექსური და გეგმაზომიერი რეფორმებია – გიორგი ვაშაძე 

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის   განცხადებით ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ პასუხისმგებლიან მთავრობას, რომელიც იზრუნებს საკუთარ მოქალაქეებზე და შესთავაზებს სტრატეგიულ სამოქმედო მყისიერ გეგმას. ვაშაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციურ ძალებთან კიდევ ერთი შეთანხმება, რომელზეც ხელი მოაწერეს, ქვეყანას შექმნილი მძიმე კრიზისიდან იხსნის, რის შემდეგადაც  დაიწყება აღმშენებლობა.
„საქართველო უმძიმეს კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება და შესაბამისად, აუცილებელია, ხელისუფლებაში იყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები და ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ, ოპოზიცია, ამ ხელმოწერებით ვაფიქსირებთ, რომ  გვჯერა,  საქართველოს აქვს მომავალი და ამ მომავლისთვის მთავარი  სისტემური, კომპლექსური და გეგმაზომიერი რეფორმებია. დღეს ჩვენ ვაწერთ ხელს  რეფორმების პაკეტს,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პირველი, ეს არის  მთავრობის და ბიუროკრატიის შემცირება და ეკონომიკური განვითარება და მეორე ეს არის განათლების რეფორმა. ყოველივე ეს მნიშვნელოვანი ფუნდამენტია, რაც  აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. განათლების სისტემაში ჩვენ მაქსიმალურად ვემხრობით დეცენტრალიზაციას – მეტი დამოუკიდებლობა სკოლებს და მასწავლებლებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავანთავისუფლოთ პოლიტიკური წნეხისგან განათლების სისტემა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ  მაქსიმალურად ვემხრობით, რომ ბიუროკრატიული წნეხი შემცირდეს ეკონომიკაზე, მიწისა და საკუთრების რეგისტრაცია აღარ იყოს თავის ტკივილი მოქალაქეებისთვის და რაც მთავარია,  ეკონომიკამ სწრაფი განვითარება დაიწყოს. აქამდე ოპოზიციურმა ძალებმა უკვე მოვაწერეთ ხელი მართლმსაჯულების, სასამართლოსა და შინაგან საქმეთა ორგანოების ანუ სამართალდამცავი ორგანოების რეფორმებს, რაც ნიშნავს, რომ  წინასაარჩევნოდ  ეს არის ბოლო დოკუმენტი, რომელსაც  ვაწერთ ხელს და ვთანხმდებით. ყველა ფუნდამენტურ საკითხზე გვაქვს შეთანხმება და ზუსტად ვიცით, რომ მოვდივართ ხელისუფლებაში, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი და მოვიტანოთ სიკეთე საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში. ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ვულოცავ ამ ნაყოფიერი მუშაობის შედეგს, ხოლო მთავარი მოსალოცი იქნება მაშინ, როცა ეს რეფორმები რეალიზებას დაიწყებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...