კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიხმებს დავიცავთ ყველა დონეზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ...

ხმებს დავიცავთ ყველა დონეზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხოს ამ არჩევნების გაყალბება და ხელისუფლების მიტაცება – ანა კობახიძე

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარტიის საარჩევნო და სამათლებრივი საკითხების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა კობახიძემ სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში ფუნქციონირება დაიწყო “ხმების დაცვის შტაბმა”, რომლის მიზანიც კოორდინირებული პროცესის შექმნაა, რათა ხელისუფლებას მაქსიმალურად შეუშალოს ხელი არჩევნების გაყალბებაში:

,,დღეს გაიმართა ,,ხმების დაცვის შტაბის“ მორიგი შეხვედრა, სადაც გაერთიანებულია თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის ჩვენც – პოლიტიკური პლატფორმა ,,სტრატეგია აღმაშენებელი“.

დღევანდელი განსახილველი თემა იყო ძალადობა საარჩვენო კამპანიის პერიოდში და ის სისხლის სამართლის დანაშაულები, რომლებიც ამ დრომდე არის დაკავშირებული საარჩევნო პროცესებთან“.

ანა კონახიძემ ისაუბრა იმ დარღვევებზე, რომლებიც დაფიქსირდა წინასაარჩევნო პერიოდში, რაც გულისხმობდა ოფისისა და ბანერების დაზიანებას, ასევე, თავდასხმას ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებზე:

,,შესაბამის ორგანოებს ჩვენ მივაწოდეთ ფაქტები, რომლებიც ეხებოდა:

ჩვენი ოფისის დაზიანებას, რომელთან დაკავშირებითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერტიზის პასუხებიც არ მიგვიღია და არც ვიდეო კამერების ჩანაწერები გაუშიფრავთ. მოკლედ, გამოძიება გაჩერებულია.

დამატებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ 2 ბანერის დაზიანებაზე – ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით. საგამომძიებო ორგანოსგან პასუხი არც ამ საქმეზე მიგვიღია. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, თუმცა, გადაიდო და გამოძიება როდის დასრულდება არ ვიცით. სამწუხაროდ, გამოძიების პირველი ნაბიჯებიც არსად იკვეთება.

ჩვენი წარმომადგენლები მეტროების მიმდებარე ტერიტორიაზე აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიის, თუმცა, უცხო პირები თავს დაესხნენ. თვალსაჩინოა, თუ ვის წარმოადგენდნენ თავდამსხმელები. აღნიშნულთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძება, მაგრამ არ აღინიშნება წინსვლა. მხოლოდ და მხოლოდ ის ვიცით, რომ 2 პირი არის მიცემული სისხლისსამართებლივ პასუხისგებაში“.

ხმების დაცვის შტაბის ადრიანად ფუნქციონირება გახდა საჭირო, რადგან აუცილებელია დაცული იყოს ყველა ხმა და ვერავინ შეძლოს ხმების საკუთარი ინტერესებისამებრ გამოყენება:

,,ხმების დაცვის შტაბი მიზნად ისახავს, რომ თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიამ დაიცვას ერთმანეთის ხმები, იმის მიუხედავად, ჩვენ სადმე კონკრეტულ ადგილას გვეყოლება თუ არა წარმომადგენელი. ასევე, ,,სტრატეგია აღმაშენებელი“, ჩვენი პოლიტიკური გუნდიც იღებს ვალდებულებას, რომ ხმებს დაიცავს ყველა დონეზე, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხოს ამ არჩევნების გაყალბება და ხელისუფლების მიტაცება.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ვარაუდს გამოთქვამს შესაძლო მძიმე...

“სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი!” – თამთა მეგრელიშვილი

საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასებები და მოლოდინები აქვს...

“რა უჯიშო სახეობაა ეს ქოცი, მართლა! ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...