spot_img
მთავარიფინანსები, ბიზნესი და ეკონომიკაგიორგი ვაშაძე: "საქართველოს ბაზარზე რუსული გაზის დაბრუნება დიდი...

გიორგი ვაშაძე: “საქართველოს ბაზარზე რუსული გაზის დაბრუნება დიდი პოლიტიკური საფრთხეა”

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ეხმიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებას – ბუნებრივი აირის რუსეთის ბაზრისგან შესყიდვასთან დაკავშირებით, მას საგანგაშოს უწოდებს და მოუწოდებს საზოგადოებას, მთელ პოლიტიურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჯეროვანი და მკვეთრი შეფასება მისცენ საქართველოს ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ ქმედებებს.

“აღმაშფოთებელი და საგანგაშო ინფორმაცია მივიღეთ, იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ, ბუნებრივი აირის შესყიდვასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დაიწყო გაზპრომთან. წლების განმავლობაში, ჩვენ უდიდესი ძალისხმევა დავხარჯეთ იმისთვის, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებლები ვყოფილიყავით ისეთი მძიმე და პრობლემური “პარტნიორისაგან”, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია. როგორც იქნა, რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად, ჩვენ ამას მივაღწიეთ. ახლა კი ვხედავთ, რომ თავისივე ნებით, ამ აგრესორთან კაბალულ მდგომარეობაში საქართველოს მთავრობავე აბრუნებს ჩვენ ქვეყანას. ძალიან უცნაურია, რომ ეს დასაბუთებულია ვითომდა ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციის არგუმენტით. მაშინ, როცა კარგად ვიცით, რომ აზერბაიჯანთან მყარი ურთიერთგაგება გვაქვს მიღწეული, რათა საქართველოსთვის ფასები იყოს შედარებით მისაღები.

ეჭვს იწვევს, ასევე დროში დამთხვევა იმ მოვლენების, როდესაც ახალქალაქში, ცნობილი ტერორისტის ძეგლი დაიდგა და ამაზე საქართველოს მთავრობამ თვალები დახუჭა. გვახსოვს, რომ ფაქტს მოჰყვა დიდი გაღიზიანება აზერბაიჯანში. რთულია არ ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და რაღაც შეთქმულებასთან გავქვს საქმე.

რუსეთის დაბრუნება საქართველოს ბაზარზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს შეიცავს ჩვენთვის. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ სამწუხაროდ საქართველოს პოზიციების დათმობის პროცესი თანდათან, ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი გარიგება რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით. საქართველო, სარგებლის სახით, 10 პროცენტს გაზით იღებდა. მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის პირადი გადაწყვეტილებით და უშუალო ხელმძღვანელობით, შეთანხმება გადაისინჯა და გადაწყვეტილება გადაყვანილ იქნა ფულად ანაზღაურებაში, რისი წყალობითაც, წინა პერიოდებთან შედარებით, საქართველო ყოველწლიურად, გარანტირებულად კარგავს დაახლოებით 30 მლნ ლარს. ეს არის დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური დარტყმა ქვეყნისთვის!

და რა მივიღეთ დღეს? – მაშინ, როდესაც გვაქვს გარანტირებული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა რუსეთისგან, საქართველო ნებაყოფლობით იგდებს თავს კაბალურ მდგომარეობაში. ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ, მთელმა პოლიტიურმა სპექტრმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჯეროვანი და მკვეთრი შეფასება უნდა მისცენ საქართველოს ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ ქმედებებს” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...