spot_img
მთავარიადამიანის უფლებებინინია ცისკარიშვილი: "ჩვენზე თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც...

ნინია ცისკარიშვილი: “ჩვენზე თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოვაჩინეთ, რომ „ქართულ ოცნება“-ს საარჩევნო შტაბის ოფისი კანონიერი ქურდისგან აქვს ნაქირავები”

„ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს ორგანიზაციის, დიდი დიღმის შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს 24 სექტემბერს თავს დაესხნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დაზარალებულმა სააგენტო “პარალელს” მიაწოდა.

ცისაკრიშვილის განცხადებით, მას თავს ორი პიროვნება დაესხა, რომლებსაც ეცვათ შავი სამოსი და ეკეთათ ნაჭრის პიბადეები. იგი ასევე განმარტავს, რომ მისი გუნდის წევრებზე თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინეს, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო შტაბის ფართი კანონიერი ქურდისგან აქვს ნაქირავები.

სახლის მიმავალ გზაზე, კუკიის ტერიტორიაზე, ათის წუთები იყო, როდესაც უკნიდან ორი პიროვნება მიახლოვდებოდა, ამ დროს ტელეფონი ამოვიღე, რომელიც ანაბეჭდის რეჟიმზე მაქვს დაბლოკილი, უბრალოდ არასწორად დავადე თითი და პინ-კოდი მომთხოვა. სანამ პინ-კოდი შევიყვანე, უკნიდან დამარტყეს და დავეცი, დაზიანებული მაქვს მუხლი. ამ პიროვნებებს ეცვათ შავი სამოსი და ეკეთათ არასამედიცინო, ნაჭრის პირბადეები.

პატრულში დარეკვის შემდეგ, მოვიდა სასწრაფოც. ჩამომართვეს ჩვენება. იქვე იყო კერძო კამერა და როგორც შსს-ს თანამშრომელმა თქვა, მოხდებოდა კამერის ჩანაწერის ამოღება. თუმცა, ზვიად კუპრავას მოსვლის შემდეგ, როცა იმ ოჯახში მივიდა, უთხრეს, რომ კამერა გაფუჭებულია და შესაბამისად ვერ მოხდებოდა ჩანაწერის ამოღება.

ჩვენი გუნდის წევრებზე თავდახმები მას შემდეგ დაიწყო, რაც გავარკვიეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო შტაბის ფართი კანონიერი ქურდისგან აქვს ნაქირავები“, – განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა.

ავტორი
საბა გოგებაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...