ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებივასო ურუშაძე: "პოლიტიზირებული კერძო სექტორი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას...

ვასო ურუშაძე: “პოლიტიზირებული კერძო სექტორი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ცდილობს, რაც დაუშვებელია”

პოლიტიზირებული კერძო სექტორი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ცდილობს, რაც დაუშვებელია. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პლატფორმის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა რომ ბიზნეს კომპანიები, რომლებიც სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ აკეთებენ შემოწირულობებს, თანამშრომლებს აიძულებენ და ავალდებულებენ მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“:

ინფორმაცია ამის შესახებ გადაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტს. მოვუწოდებთ ყველა შესაბამის ორგანიზაციას, კვლევაში მითითებული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ამომრჩევლის ნებაზე ახდენენ გავლენას, შეიყვანონ შავ სიაში და არ მისცენ ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების და აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა,“- განაცხადა ურუშაძემ.

დღესვე, ბრიფინგზე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის ხელის შეშლა დანაშაულია:

არ შეიძლება ვინმემ შეზღუდოს ან ხელი შეუშალოს ამომრჩეველს თავისი ნების გამოხატვაში, ვინაიდან არავის აქვს უფლება, ამომრჩეველი აიძულოს და დაავალდებულოს, რომელიმე კანდიდატს ან პოლიტიკურ პარტიას დაუჭიროს მხარი, აუკრძალოს არჩევნებზე მისვლა და თავისი ნების გამოხატვა.  ამომრჩეველი თავად წყვეტს, მივიდეს თუ არა არჩევნებზე, ვის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი და საერთოდ, ენდოს თუ არა მოცემულ მომენტში წარმოდგენილ ასარჩევ კანდიდატებს,“- განაცხადა თევზაძემ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა რომ 2020 წლის 1 სექტემბრამდე გაკეთებული პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის. ამ პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს მიღებული აქვთ 10 855 638.93 ლარის შემოწირულობა, საიდანაც 5 924 396.5 ლარის ოდენობის შემოწირულობა (54,6%) სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ზე მოდის. სულ შემოწირულობა მიღებული აქვს 24 პოლიტიკურ პარტიას, თუმცა შემოწირულობების მხოლოდ 30% მოდის 22 პარტიაზე. დისპროპორციულადაა გადანაწილებული შემოწირულობების ოდენობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. შემოწირულობების მხოლოდ 2,7% მოდის იურიდიულ პირებზე, შემოწირულობების  97.3%  კი განხორციელებულია ფიზიკური პირების მიერ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის კვლევამ გამოავლინა იურიდიული პირები, რომლებთან დაკავშირებული ფიზიკური პირები შემოწირულობებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სასარგებლოდ აკეთებენ. კერძოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობები აქვთ გაკეთებული  კომპანია RMG GOLD-თან,  კომპანია “PACE GEORGIA”-სთან, კომპანია „პოლიმერთან“, კომპანია „ბომბორა და ბავშვები“-სთან დაკავშირებულ 25 ფიზიკურ პირს.

კვლევის საფუძველზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა მოითხოვა, აუდიტის სამსახურმა დეტალურად შეისწავლოს ანგარიშში მითითებული კომპანიების პროექტები, რომელიც უკავშირდება მოცემული კომპანიების საქმიანობას სახელმწიფო ტენდერებსა და კონტრაქტებს.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

ინფორმაციას „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ვამაყობ ჩვენი პარტიით და მისი არამხოლოდ სახელოვანი წარსულით, არამედ განსაკუთრებით დღევანდელი ბრძოლით” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულად პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“ჩემი არჩევანი იქნება “ქართული ოცნება” იმისათვის რომ არ მოვიდეს ნაცები!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს "ქართული ოცნების"...

“რატომ დადიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ქელეხებში?” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოლიტიკური ირონიით ახდენს კონკრეტულ მინიშნებას: "რატომ დადიან...

“რუსთაველის გამზირზე დგომა ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. პრინციპული პოზიციაა, რომ არ გადავიხდი ამ ჯარიმებს” –...

“იმის თქმა, რომ ანწუხელიძე გმირია, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...