კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვადადგა დრო პროფესიონალებმა ჩაანაცვლოს ის ხალხი, რომლებმაც თავისი...

დადგა დრო პროფესიონალებმა ჩაანაცვლოს ის ხალხი, რომლებმაც თავისი თანამდებობები “ქართული ოცნებისთვის” ფულის შეწირვით იყიდეს – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ გახარიას ქვეყანაში შექმნილი პრობლემებზე სასაუბროდ კვლავინდებულრად დებატებში იწვევს. ამასთან ურჩევს, საინფორმაციო პროგრამებში გაზრდილ ეკონომიკასა და წარმატებულ ხელისუფლებაზე საუბარს, სჯობს ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იზრუნოს, სადაც ყოველდღიურად ასობოთ ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილებს, მოსახლეობა შეიმშილის პირასაა და მცირე და საშუალო ბიზნესს აუხსნას, სად წაიღო 5 მილიარდი ლარი, რომელიც ქვეყანამ სესხის სახით მიიღო და სწორედ მათ პრობლემებს უნდა მოხმარებოდა:

მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში; ქვეყნის 220 000 მოქალაქეზე მეტმა დაკარგა სამუშაო ადგილი და აღარ იცის როგორ არჩინოს ოჯახი; საკვებისა და წამლის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ მათ საყიდლად ხალხი იძულებულია ბანკის ვალები აიღოს, რომლის მოგების პროცენტი 20%-ს უდრის; ათასობით ბიზნესი დაიხურა და ეკონომიკა ფსკერზე დავიდა; დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველი სამიდან ორი კრიმინალი თავისუფლად დასეირნობს. ასეთი რეალობაა დღეს საქართველოში, ასეთ რელობაში ცხოვრობთს დღეს თითოეული ჩვენთაგანი და ყველა ამ განცდებში ვართ,” – აცხადებს ვაშაძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ეს არის თითოეული ჩვენთაგანის დამსხვრეული ოცნება, უმრავლესობისთვის კი, ნამდვილი ჯოჯოხეთი.

ყოველივე ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ყველა საინფორმაცი პროგრამაში გაზრდილ ეკონომიკაზე გვესაუბრება და წარმატებულ ხელისუფლებაზე, რომელმაც ამას მიაღწია. მაშინ როცა ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ის გვეუბნება, რომ არ უნდა ვიდარდოთ. ნეტავ, რომელ ქვეყანაზე გვესაუბრება? გაგიჟდა თუ ისე მოწყვეტილია რეალობას, რომ ვერც კი ხედავს რა ხდება ირგვლივ? ოდესმე უსაუბრია მოქალაქეებთან თუ მხოლოდ თავის ბანკირ მეგობრებს ესაუბრება, რომლებიც ბედნიერები არიან იმით, როგორ მდიდრდებიან ხალხის გაღარიბების ხარჯზე? იქნებ, ფიქრობს, ამ ქვეყნის მოქალაქეები იმდენად სულელები არიან, რომ სჯერათ იმის, რასაც ის ლაპარაკობს?“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძეს და პრემიერ გახარიას სასაუბროდ დებატებში იწვევს.

ბატონო გახარია, შემომიერთდით და ერთად მოვინახულოთ ქვეყნის მცირე ბიზნესები, რა მდგომარეობაში არიან, ისინი, ვისაც ერთი ლარიც არ მიუღიაღ იმ 5 მილიარდიდან, რომელიც საქართველომ აშშ-დან მიიღო სესხის სახით, რათა კრიზისიდან დააღწიოს თავი. მოვუსმინოთ მათ და არა იმ 21 კომპანიის მეპატრონეებს, ვინც 45 მილიონი ლარი მიიღო თქვენგან. ეს ის კომპანიებია, რომლებიც ხალხის მიერ გადახდილი ფულიდან თქვენს პარტიას შემოსწირეს ფული. წამოდით და ჩემთან ერთად მოინახულეთ ოჯახები, რომლებსაც საჭმელი ვერ უყიდია თავისი შვილებისთვის. ძალიან მინდა, მოუსმინოთ პენსიონერებს, რომელთაც ბანკის ვალები აქვთ და 30 პროცენტზე მეტს იხდიან, მათი მოგების პროცენტის სახით, რათა საჭირო წამლების შესაძენი ფული ჰქონდეთ; მინდა, მოინახულოთ ის დედები, რომელთაც ქუჩებში გავრცელებული ძალადობის შედეგად შვილები მოუკლეს. ეს არის ის რელობა, რომელშიც თქვენი მოქალაქეები ცხოვრობდნენ – თქვენ კი ეს არც გაღელვებთ. თქვენ ისევ აგრძელებთ ტყუილების თქმას და ცარიელი დაპირებების გაცემას; თქვენ ისევ დამსხვრეული ოცნებების გაყიდვას ცდილობთ. გაიღვიძეთ! გაახილეთ თვალები და გაიხედეთ, რა ხდება ქვეყანაში! ამის შემდეგ, ჩაიხედეთ სარკეში და თქვით ისევ, რომ ყველაფერი კარგად არის! სწორედ ამ მიზნით გეპატიჟებით დებატებში და მინდა, რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ პრობლემები, რაც საქართველოში ხდება; ვისაუბროთ იმ სიდუხჭირეზე, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად ებრძვიან; ვისაუბროთ იმაზე, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები, როგორ ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა თავიდან. თქვენ კი, ყოყმანობთ და იმალებით, გეშინიათ, რომ დაგამარცხებთ დებატებში. იცით, რომ ფაქტების და რალობის წინაშე მოგიწევთ დადგომა და ტყუილები აღარ გაგივათ,” – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის  ლიდერი და პრემიერ გახარიას თავის არიდებას დებატებზე, მის სამოქმედო გეგმის არარსებობას უკავშირებს, რომ მთავრობას არ გაგაჩნიათ გეგმა ეკონომიკის ასაღორძინებლად, სიღარიბისა და კრიმინალის წინააღმდეგ საბრძოლველად. სანაცვლოდ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმას სთავაზობს.

ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელს” გაგვაჩნია გეგმა. მე და ჩემი გუნდის წევრებმა, რომლებიც თავის საქმის ექსპერტები არიან, სტრატეგია ჩამოვაყალიბეთ, რომელიც კონკრეტულ ზომებსა და მიღწევად მიზნებს შეიცავს, იმისათვის, რომ ქვეყანა კვლავ ააღოძინონ.

ჩვენ გვაქვს ეკონომიკური გეგმა, რომელიც გულისხმობს 300 000 ახალი სამუშაო ადგილის შემნას და მცირე ბიზნესის, როგორც ეკონომიკის ხერხემლის აღორძინებას. ჩვენ გვაქვს სიღარიბის დაძლევის კონცეფცია. ჩვენ ვიცით, როგორ შევამციროთ ფასები წამლებზე 30 პროცენტით და როგორ გავანახევროთ ბანკების მოგების პროცენტები, ვიცით, როგორ ჩამოვწეროთ სასესხო პროცენტები პენსიონერთა საბანკო ვალებზე.

ჩვენ უკვე წარვადგინეთ პოლიციის რეფორმირებისა და დეპოლიტიზაციის ჩვენეული გეგმა, მათ შორის ისიც, თუ როგორ გავხადოთ ცხოვრება უსაფრთხო. ჩვენ გვაქვს ქვეყნის მშენებლობის ისეთი რეცეპტი, რომელშიც მის მოქალაქეს არ მოუწევს სესხის აღება იმისთვის, რომ საჭმელი ან წამალი შეიძინოს. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ყველაფერ ამას აღასრულებს. დადგა დრო პროფესიონალებმა ჩაანაცვლოს ის ხალხი, რომლებმაც თავისი თანამდებობები ფულით იყიდეს, “ქართული ოცნებისთვის” ფულის შეწირვით. ეს არ არის უბრალო დამთხვევა, რომ ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც გეგმა გააჩნია საქართველოს განვითარებისთვის.

“სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი მე ახალგაზრდა და თავდადებულ პროფესიონალებთან ერთად შევქმენი. მათი უმეტესობა პოლიტიკაში ახლა მოვიდა, მათ გამორჩეული ცოდნა და გამოცდილება აქვთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ააშენონ.

ჩვენ გვყავს ჯანმრთელობის სფეროს, უსაფრთხოებისა და ძალოვანი სტრუქტურების სპეციალისტები, ეკონომისტები და ფინანსისტები, განათლებისა და სოციალური სამსახურის სპეციალისტები. ისინი პარტიული ფუნქიონერები კი არა, არამედ თავდადებული პროფესიონალები არიან. ისინი თქვენსავით და ჩემსავით, ჩვენი მოქალაქეების უმეტესობის მსგავსად იმედგაცრუებული და გაბრაზებულები არიან და აღარ შეუძლიათ იმის ყურება, თუ როგორ ანგრევენ ქვეყანას ძველი პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები. მათ ყველაფერი გააჩერეს და ისეთი შთამბეჭდავი კარიერების განვითარებას შეუშალეს ხელი, რომლებსაც შეეძლო თავის ცოდნა საქართველოში არსებული მდგომარეობის და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესების და ცვლილებების განხორციელების მიზნით გამოეყენებინათ.სტრატეგია აღამაშენებლი წარმოადგენს საქართველოსთვის საუკეთესო გუნდს და ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვასა და ხალხის სამსახურზე,” – მიაჩნია ვაშაძეს და აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს გადარჩენის შანსს წარმოადგენს.

ჩვენი იმედგაუცრუება და სიბრაზე იმ ხმებად უნდა გადავაქციოთ, რომელიც ქვეყანაში ცვლილებებს გამოიწვევს. მოდით სიბრაზე და ფლუსტრაცია უსაფრთხოებად და განვითარებად გადავაქციოთ. მოდით, “დამსხვრეული ოცნება” ცვლილებების განმახორციელებელ ადამიანებით ჩავანაცვლოთ. მოდით, აღმშენებლობის ახალი ერა დავიწყოთ”, – გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...