spot_img
მთავარიკანონი და სამართალიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების თაობაზე...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების თაობაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენისთვის დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრების – ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ოთარ ჩრდილელის, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა ნარჩემაშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი.

ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის, ეკა ბესელიას განმარტებით, კანონპროექტში არის ერთი მუხლი და ის ეფუძნება კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს.

კანონში ნათქვამია, რომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში უვადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება განწესდეს 3 წლის ვადით. განსაზღვრული ვადით განწესებულ მოსამართლეზე მოსამართლის უვადოდ განწესების დათქმა გავრცელდეს ორგანული კანონით დადგენილი წესით მისი უვადოდ განწესების შემთხვევაში. 

თუ მეორე წინადადებას კარგად წავიკითხავთ პირველ წინადადებასთან ერთად, ნათლად ჩანს რას ეფუძნება ჩვენი კანონპროექტი. ანუ კონსტიტუცია გვეუბნება, რომ უვადოდ განწესების მუხლი, გარკვეულწილად იძლევა განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს და მოცემულობას და ამბობს, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც შეიძლება განწესდნენ პირველად 2024 წლის 31 დეკემბრამდე, შეიძლება უვადოდ არ დანიშნო. მისი მეორე ნაწილი გვეუბნება, რომ მათ ვისაც განსაზღვრული აქვთ კონკრეტული ვადა, ასეთ მოსამართლეებზე თუკი უვადოდ განწესების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანო, ამ წესს ადგენს ორგანული კანონი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისია თავის დასკვნებში მიესალმება გამოსაცდელი ვადის გამოყენებას 2025 წლამდე, ვინაიდან ამ დრომდე უნდა დასრულდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა.

ეკა ბესელიამ სხდომის მონაწილეებს ასევე გააცნო სხვა არგუმენტები კანონპროექტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შესახებ.

ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ ამ შეჩერების პროცესით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოკლე დროში, გააზრებულად განვახორციელოთ ცვლილებები“, – აღნიშნა კანონპროექტის ინიციატორმა.

ეკა ბესელიამ კანონპროექტის წარმოდგენის შემდეგ კოლეგების შეკითხვებს უპასუხა.

საკითხის განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა დაიცვას სამი პრინციპი.

ჩვენ საზოგადოებამ მოგვცა მანდატი და კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, როდესაც დადგება კონკრეტული დრო. ჩემი მთავარი პრინციპი იქნება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეინარჩუნოს, გააგრძელოს და პირიქით, უფრო უნდა აწიოს სტანდარტი. ჩვენ აქ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, პირველ რიგში, კონსტიტუციის შესაბამისად, ასევე, სამართლიანი პრინციპების შესაბამისად და ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. სამივე საკითხი არის სავალდებულო. ეს არის ჩემი მიდგომა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. სხდომის მონაწილეთა ნაწილმა კანონპროექტის ინიციატორების არგუმენტები გაიზიარა, ხოლო ნაწილმა არა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მან კონკრეტულ კითხვაზე პასუხი – ამ კანონპროექტისთვის მხარდაჭერა იქნება თუ არა სამართლიანი იმ მოქალაქეების პოზიციებიდან, რომლებიც ელოდებიან კიდევ უფრო მეტ კვალიფიციურ კადრს სასამართლოში და კიდევ უფრო სწრაფ მართლმსაჯულებას – ვერ მიიღო.

როდესაც ჩვენ ვაჩერებთ უვადოდ დანიშვნას, რას ვპასუხობთ ამ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მოლოდინი კიდევ უფრო კვალიფიციური მოსამართლეების და სასამართლოში კიდევ უფრო სწრაფი მართლმსაჯულების. პასუხი მე ამ შეკითხვაზე ვერ მივიღე. ეს სამწუხაროა, არ იყო ეს რთული შეკითხვა. მაშინ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურმე ეს ახლა გახდა პრობლემატური საკითხი, მე მაქვს და შემიძლია ჟურნალისტებს ვაჩვენო ვისი ხელმოწერა ფიქსირდება კანონპროექტზე ორგანულ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც უვადოდ დანიშვნას ეხება – ქალბატონი ეკა ბესელიას, ვანო ზარდიაშვილის, დავით მათიკაშვილის, ლევან გოგიჩაიშვილის, გურამ მაჭარაშვილის და გედევან ფოფხაძის. თქვენ შეგეძლოთ, თუკი ეს საკითხი პრობლემატური იყო, მაშინაც დაგესვათ ის სამსჯელოდ. ეს არის თქვენი ინიციატივა, რომელსაც თქვენ დაახლოებით ერთი წლის წინ მხარს უჭერდით და თუ ასეთი პრობლემატური იყო და ასეთი დასაფიქრებელი იყო, და მე გეთანხმებით, რომ დასაფიქრებელი იყო, ალბათ უფრო მეტი დრო უნდა დაგვეთმო. 

შესაბამისად, ჩვენ და პირადად მე, ვერ მივიღე იმ შეკითხვებზე პასუხი, რა შეკითხვებიც აქ დაისვა“, – განაცხადა შემაჯამებელ სიტყვაში ანრი ოხანაშვილმა.

აზრთა გაცვლის შემდეგ ჩატარდა კენჭისყრა, რა დროსაც გაირკვა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების თაობაზე წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...