spot_img
მთავარიაქტუალური თემებიგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივა -...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივა – “მწვანე ხაზები”

მისი თქმით, ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული.

“კოორდინატები იქნება პირდაპირ მითითებული კანონში, დაახლოებით დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც ნებისმიერი სახის ცვლილება საზღვრებზე დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი ასეთი ტერიტორიების დაცვის მხრივ” – განმარტა კახა კუჭავამ.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეიქმნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე იმუშავებს. მისივე თქმით, ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, საკრებულოს საშუალება ექნება მიმართოს სამუშაო ჯგუფს, რომელიც ასეთი ტერიტორიების გაზრდის, დამატების თუ დემარკაციის საკითხებს განიხილავს.

“ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში აბსოლუტურად ყველა ადამიანს ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა, ჩაერთოს, შემოგვთავაზოს იდეები და მოსაზრებები. როდესაც კანონპროექტის პირველივე ვერსია დასრულდება, ნებისმიერი მოქალაქისგან მივიღებთ შენიშვნებს. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად კეთილშობილურ მიზნებს ატარებს ეს კანონპროექტი, დარწმუნებული ვარ, ფართო მხარდაჭერა ექნება” – აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, მისმა ერთ-ერთი ავტორმა, მამუკა მდინარაძემაც.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია გარემოს დაცვის თემა და ძალიან ხშირად ვხვდებით, ხოლმე, ისეთ საკითხებს, როდესაც სხვადასხვა პარკებში თუ სკვერებში ადამიანები აპროტესტებენ მშენებლობას და სავსებით სამართლიანად. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ახალი ინიციატივით, მსგავს საუბრებს დაესმება წერტილი და როდესაც შემოვა ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ტერმინი კანონმდებლობაში – “მწვანე ხაზები”, ეს ტერმინი დაიცავს პარკებს, სკვერებს, ბაღებს, ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან ანუ ასეთ ადგილებში ვერასდროს განხორციელდება ვერანაირი კაპიტალური მშენებლობა” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

🦅 დურაჯი (Francolinus francolinus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად წარმოდგენილია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...