spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დავიცვათ რეკომენდაციები და რამდენიმე დღეში ეპიდსიტუაცია აუცილებლად დასტაბილურდება"...

“დავიცვათ რეკომენდაციები და რამდენიმე დღეში ეპიდსიტუაცია აუცილებლად დასტაბილურდება” – თორნიკე რიჟვაძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამართულ ბრიფინგზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მხრივ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და თუ რეკომენდაციების სრული დაცვა მოხდება, შესაძლებელია ეპიდსიტუაციის დასტაბილურდება:

როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში და მთლიანად რეგიონში, ეპიდსიტუაცია რჩება საყურადღებოდ. ახლაც მიმდინარეობს შეხვედრა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელთან. ჩვენ ერთად  განვიხილავთ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება, ვითარების დასტაბილურებას და არსებული პაციენტების აქტიურ მართვას.

ამ პროცესებში ჩართულია ყველა უწყება და თვალყურს ვადევნებთ კონტაქტების გამოვლენას, ასევე ხდება პაციენტების აქტიური მართვა. საწოლფონდი გაზრდილია აჭარაში, შესაბამისად დღის წესრიგში კრიტიკულად არ დგას საწოლფონდის დეფიციტი. პაციენტების ნაწილი განთავსებულია კოვიდსასტუმროებში, ძირითადად ეს გახლავთ უსიმპტომო პაციენტები.

აღვნიშნავ, რომ ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად აღმოფხვრილი გვაქვს  ის ხარვეზები რომლებიც არსებობდა დაყოვნების ნაწილში.

ჩვენ კონტროლი კიდევ უფრო გავაძლიერეთ, ეს ეხება როგორც კომერციულ სექტორს, ასევე – თერმოსკრინინგს, რომელიც აქტიურად ტარდება გუშინდელი დღიდან, საპოლიციო ძალებით და ეპიდემიოლოგები მხრიდან. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ რეკომენდაციები და რამდენიმე დღეში ეპიდსიტუაცია აუცილებლად დასტაბილურდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...