პარასკევი, აპრილი 26, 2024

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი არ იგეგმება” – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გრძელდება თანმიმდევრული მოქმედებები ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში და ჯერ-ჯერობით არ იგეგმება  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება:

მთავრობა აგრძელებს თანმიმდევრულ მოქმედებებს კორნონა ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში. კონტროლი გამკაცრებულია ბათუმში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი არ იგეგმება. მათ შორის, სრული კარანტინი არ იგეგმება, ამ ეტაპზე, არც ბათუმში. ამიტომ, ამ მხრივ, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

შეზღუდვები მიმდინარეობს ლოკალურად, იქ სადაც მისი საჭიროება არსებობს. მაგალითად გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. პრემიერის დავალებით ამ ეტაპზე ბათუმში იმყოფება ვიცე პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და ბატონი ამირან გამყრელიძე. ისინი სიტუაციის უკეთ მართვის და უკეთესი მენეჯმენტის მიზნით არიან ჩასულები. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ასევე, იყო გარკვეული ინფორმაცია მოსახლეობისგან, ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ამიტომ მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს, აღმოიფხვრას. გაძლიერებულია თერმოსკრინინგი, ბათუმში მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერაციული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშვებს.

სოციალურ ღონისძიებებში სადაც მოქალაქეების ნაწილი იყო ჩართული, შეეხოთ შეზღუდვები და გარკვეული ზარალი განიცადეს. მთავრობა მუშაობს ინტენსიურად, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს ეს პრობლემები. ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და ეს თემები არ უნდა გახდეს სპეკულირების საგანი, თუმცა ამ საკითხებზე მუშაობა  მიმდინარეობს და შეგვიძლია ეს ადამიანები დავამშვიდოთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული