ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაგამოდით უქნარა მაკონტროლებლის როლიდან და დააბრუნეთ მოსწავლეები საკლასო...

გამოდით უქნარა მაკონტროლებლის როლიდან და დააბრუნეთ მოსწავლეები საკლასო ოთახებში – ნანა ტოხვაძის რეკომენდაციები მიხეილ ჩხენკელს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის ნანა ტოხვაძის განცხადებით არც სასწავლო პროცესის დაწყების გადავადება და არც მხოლოდ ონლაინ სწავლება გამოსავალი არ არის და განათლების სამინისტროსგან განმარტებებს მოითხოვს, თუ რა მოსამზადებელ სამუშაოებს დაუთმო ზაფხულის თვეები საჯარი სკოლებში, თუნდაც დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისთვის და უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისთვის. ნანა ტოხვაძე სამ რეკომენდაციას სთავაზობს განათლების სამინისტოს, რომელიც საჯარო სკოლების დახმარებას, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით  სასწავლო პროცესის გაგრძელებას და უსაფრთხოების მართვის პროცესში მშობლების ჩართულობას ითვალისწინებს:

წესითა და რიგით დღეს ახალი სასწავლო წლის დაწყება უნდა მიგველოცა მოსწავლეებისთვის, ისე როგორც ეს მოხდა განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში. განათლების სამინისტრომ შექმნა პოზიტიური მოლოდინი და უპასუხისმგებლოდ გადაავადა სწავლის დაწყება. ვინაიდან არც გადავადება და არც მხოლოდ ონლაინ სწავლება გამოსავალი არ არის, კეთილი ინებოს სამინისტრომ და განმარტოს რა მოსამზედებელ სამუშაოებს დაუთმო ზაფხულის თვეები საჯარო სკოლებში, თუნდაც დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისთვის და მით უფრო უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისთვის. 

სამი რეკომენდაცია მიხეილ ჩხენკელს:
1. გამოდით უქნარა მაკონტროლებლის როლიდან და დაეხმარეთ საჯარო სკოლებს;
2. ჩამოეხსენით კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მიეცით საშუალება დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძონ სწავლება;
3. ჩართეთ მშობლები უსაფრთხოების მართვის პროცესში და დაუყოვნებლივ დააბრუნეთ მოსწავლეები საკლასო ოთახებში,“ – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

“ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად” – ირაკლი...

ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ შედარებას...

“ქვეყნის ჭაობიდან ამომყვანის გათავისუფლების მოთხოვნას პუნქტების ჩამოთვლა არ სჭირდება” – კობა ხაბაზი მიხეილ სააკაშვილზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა ხაბაზი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...