ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმთავრობა უზრუნველყოფს ეკონომიკის შეუფერხებელ მუშაობას - ნათია თურნავა

მთავრობა უზრუნველყოფს ეკონომიკის შეუფერხებელ მუშაობას – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა. მისი თქმით საქართველოს ეკონომიკამ უნდა გააგრძელოს მუშაობა პანდემიასთან ერთად და ის დადებითი ნიშნები, რაც გაჩნდა ეკონომიკაში უნდა გაძლიერდეს:

,,მინდა ვისაუბრო ქართულ ეკონომიკაზე და ჩვენს მიდგომებზე, იმ ფონზე როდესაც ინფიცირებულთა რიცხი გაიზარდა. საქართველოს სახელმწიფო და მთავრობა არის სრულად მომზადებული, არსებულ ვითარებასთან გასამკლავებლად. მაშტაბური საკარანტინო ღონისძიებების და მსხვილი დარგობრივი ბიზნესების დახურვის გარეშე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქართულ ეკონომიკას ხელი არ შეეშალოს.

ჩვენ გადავედით ადაპტირების ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნორმალური ცხოვრების რეჟიმი გაგრძელდეს. კომპანიების შეუფერხებელი მუშაობისა და ბიზნესის აქტიურობასთან ერთად, ასევე საჯარო სტრუქტურებმაც იმუშაონ შეფერხების გარეშე. ადაპტირების პროცესში, ძირითად აქცენტს ვაკეთებთ ვირუსის წერტილოვან გამოვლენასა და ლოკალიზაციაზე. ეს არის ჩვენი სამომავლო მიდგომა, იქამდე სანამ პანდემია იარსებებს.

ის დადებითი ნიშნები, რაც გაჩნდა ეკონომიკაში, უნდა გავაძლიეროთ, მათ შორის უცხოური ინვესტიციების პოზიტიური დინამიკა, ეკონომიკური ტემპის ვარდნის არსებითი შემცირება, ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდა. 

ჩვენ უნდა ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად და  ეკონომიკამ უნდა გააგრძელოს მუშაობა პანდემიის მიუხედავად. მთავრობა სრულად მართავს ამ პროცესებს და უზრუნველყოფს ეკონომიკის შეუფერხებელ მუშაობას.

აუცილებლად მინდა ვთქვა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად იცავს თითოეული ბიზნეს სუბიექტი და დასაქმებული ადამიანი, რეგულაციებს. ამ საკითხებთან მიმართებაში ჩვენ ვიქნებით მკაცრები.

საქართველოს არ დაუკარგავს ,,მწვანე ზონის’’ სტატუსი. ევროპული სახელმწიფოები, მათი ლიდერები იმედიანად უყურებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც ,,მწვანე ზონას’’, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი
ანა ბოგვერაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე” – ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ...

ნიკა გვარამია: “დიქტატურა უნდა დაემხოს!”

29 აპრილს პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების ბინებში ჩატარებულ...

“ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის...

პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს მწვავე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...