ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიდავამარცხოთ სიღარიბე და კრიმინალი, დავიწყოთ აღმშენებლობა, გვაქვს გეგმა...

დავამარცხოთ სიღარიბე და კრიმინალი, დავიწყოთ აღმშენებლობა, გვაქვს გეგმა ამისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ – გიორგი ვაშაძე 

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წარდგენას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, წლების განმავლობაში “დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ ქვეყანას არაერთი კრახი განაცდევინა. ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” დღეს დაამტკიცა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მისი ქვეყნის ხალხს სრულიად მოწყვეტილია. “სტრატეგია აღმაშენებლის” პრემიერობის კანდიდატის თქმით, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის აღმშენებლობის გზაა:

ერთ მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია, 240.000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, რომელიც დავკარგეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში, კრიმინალის ორჯერ გაზრდა, ადამიანებს არ შეუძლიათ მედიკამენტების შეძენა და ვერ იხდიან ბანკის ვალს, ეს არის “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის მიღწევები.

დღეს “დამსხვრეული ოცნებების” პარტიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად მოწყვეტილნი არიან ქართველ ხალხს. ისინი ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა.

ერთადერთი გზა, რომ გვქონდეს უკეთესი ხვალინდელი დღე, მდგომარეობს “დამსხვრეული ოცნებების” პარტიის ჩანაცვლებაში.

დავამარცხოთ სიღარიბე და კრიმინალი, დავიწყოთ აღმშენებლობა. ჩვენ გვაქვს გეგმა ამისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...