spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოებაირაკლი ღარიბაშვილი ავიაციის პარკის განახლების სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ირაკლი ღარიბაშვილი ავიაციის პარკის განახლების სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, აქტიურ ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავები საავიაციო ქარხანაშია გადატანილი და სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ საფრენი აპარატების კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. დღეს თავდაცვის მინისტრი მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალისტებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით სუ-25 გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების, UH-1-ების და L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება.

საავიაციო პარკის განახლების პროცესი „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილი თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს.

თავდაცვის ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდალმა სერგო ნინუამ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესები მოიცავს, როგორც კაპიტალურ რემონტს, ასევე ინფრასტუქტურის განვითარებას და პირადი შემადგენლობის გადამზადებას:

,,აქტიურად მიმდინარეობს, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული საფრენი აპარატების კაპიტალური რემონტები. მასში შედის როგორც ძირითადი სარემონტო  სამუშაოები, ასევე მოდერნიზება.

დღეს თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ადგილზე და პირადად დაათვალიერა სამუშაოები.

სამუშაო არის კომპლექსური და მოიცავს, როგორც კაპიტალურ რემონტს, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, პირადი შემადგენლობის გადამზადებას და ამაში ჩართულია, თავდაცვის ძალების სპეციალისტები, ინსტრუქტორები, კონსტრუქტორები და ერთიანი ძალებით მიმდინარეობს სამუშაოების შესრულება’’, – განაცხადა სერგო ნინუამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...