შაბათი, აგვისტო 2, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ, თავისი პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიაში” შემავალი სუბიექტების სახელით განცხადება გააკეთა და საზოგადოებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარუდგინა:

მინდა გაუწყოთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიაში” შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, წარმოვადგინოთ, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი. იმისთვის, რომ სწორად მოხდეს გადაწყვეტილების გაანალიზება და ამ გადაწყვეტილების მთელი მნიშვნელობა რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს.

ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც არაფერი აღარ იყო დარჩენილი. ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე, სადაც მართვის მოწმობასა და საზღვარგარეთ წასასვლე პასპორტზე ნიხრი იყო დაწესებული და ერთი ციცქნა ცნობისათვისაც კი მოქალაქეებს თვეობით უწევდათ ხვეწნა ჩინოვნიკისადმი და მისთვის ქრთამის მიცემა. იქ, სადაც არ იყო პოლიცია, არმია, სეკვესტრირებული იყო ბიუჯეტი, ვერ ხერხდებოდა ხელფასების გაცემა, განადგურებული იყო ეკონომიკა, ჩაბნელებული და გაყინული იყო ქვეყანა.

ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც დღესაც ემსახურება საქართველოს, შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის მმართველობის დროს – დროშა, გერბი, ჰიმნი, არაკორუმპირებული პოლიცია, არმია, ეფექტური ინსტიტუტები, 4-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა, 11-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, უსაფრთხოება, წელში გატეხილი კრიმინალი, თითქმის ამოძირკვული პოლიცია, ეს ყველაფერი იმ წლების მიღწევაა,” – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლა დასხედით მურუსიძის სასამართლოში და დაუბრუნეთ ფული ბიძინას” – ვახო სანაია

ბოლო პერიოდში, ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კორუფციული დანაშაულის გამოვლენის...

“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან...

თანაგუნდელის, თანამებრძოლის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...