კვირა, აპრილი 20, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარაფერი საპანიკო და არავითარი განგაშის საფუძველი არ გვაქვს,...

არაფერი საპანიკო და არავითარი განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურადღებოა – ამირან გამყრელიძე

დაავადება კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კონტროლირებადია ეპიდემიური სიტუაცია და არ არის საჭირო რადიკალური ზომების მიღება:

,,ეპიდემიური სიტუაცია საქართველოში დღევანდელი მონაცემებით 1621 დადასტურებული შემთხვევაა თებერვლიდან მოყოლებული. დღეს გვაქვს 25 შემთხვევა, მათგან 9 უკავშირდება ე.წ. ,,დონას’’ კლასტერს (საკონდიტრო მაღაზია ბათუმში). ამ კლასტერთან დაკავშირებულია 35-მდე შემთხვევა, ბოლო 15 დღის განმავლობაში. მიმდინარეობს, ინტენსიური გაფართოებული კვლევები ბათუმსა და ქობულეთში. გამოკვლეულია 8 000-მდე ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ 8-ს დაუფიქსირდა კორონავირუსი.

ასევე ჩამოყალიბდა კლასტერი, რუსთავში “ავერსის” კლინიკასთან. რომელსაც დღეს დაემატა 1 შემთხვევა. საერთო ჯამში 13 შემთხვევა ამ კლასტერიდან.

იმერეთში ეპიდემიური სიტუაცია წყნარია, რაც შეეხება გურიას გვაქვს 3 დადასტურებული შემთხვევა და მიმდინარეობს ეპიდემიური კვლევა.

არავითარი  ჩაკეტვა არ იქნება არც ბათუმის და არც აჭარის. არ არის საჭირო რადიკალური ზომების მიღება. ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა კონტროლირებადია. არაფერი საპანიკო და არავითარი განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურადღებოა. თითქმის ნახევარი საქართველო იყო აჭარაში ჩასული, კარგია, დაისვენეს, შიდა ტურიზმი გაფართოვდა, მაგრამ რეგულაციების დაცვა აუცილებელია.

კარანტინი შემცირდა 14-დან 12 დღემდე, ამჟამად არის რამოდენიმე მექანიზმი დამუშავების პროცესში, კარანტინთან მიმართებაში გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს.

მნიშვნელოვანია ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონა ვირუსთან ერთად, ის უახლოს მომავალში არ გაქრება,’’ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“რუსეთი საქართველოს ანექსიას გეგმავს – ამ გეგმას კრემლის პროპაგან*ონი, დუგინი აჟღერებს” – დავით ქაცარავა

,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებას აკეთებს რუსი...

“იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ვარაუდს გამოთქვამს შესაძლო მძიმე...

“სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...