ორშაბათი, მაისი 12, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებითამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში სახალხო დამცველი ერთვება

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში სახალხო დამცველი ერთვება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შესწავლას იწყებს და აცხადებს, რომ საქმის მასალებთან დაკავშირებით, პასუხგაუცემელი ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება. სახალხო დამცველის საქმეში ჩართვის ძირითადი მიზანი გამოძიების ობიექტური, კრიტიკული და ყოველმხრივი განვითარებაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველის აპარატი:

სახალხო დამცველი ნინო, ლომჯარია გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ადვოკატს შეხვდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ის მზადაა ჩაერთოს საქმის შესწავლის პროცესში და ოჯახის ადვოკატთან ერთად გაეცნოს სისხლის სამართლის მასალებს. სახალხო დამცველი ასევე გეგმავს შეხვდეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და პირადად მისგან მოისმინოს საქმესთან არსებულ კითხვებზე პასუხები.

„პროკურატურა სახალხო დამცველს აძლევს სრულ დაშვებას საქმის მასალებზე, ამ გარემოების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პირადი შეხვედრა გენერალურ პროკურორთან, რადგან დაზარალებული მხარის განცხადების სწორედ ირაკლი შოთაძისგან მიიღეს გარკვეული დაპირებები გამოძიებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განმარტებით, ამ ეტაპზე არაერთი კითხვა ჩნდება საქმის მასალებთან დაკავშირებით, აპარატის ჩართულობის მიზანია დადგინდეს, არის თუ არა გამოძიება ყოველმხრივი, კრიტიკული და ობიექტური.

პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა, ის 5 დღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდგომში ბრალდებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა,“ – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...